Fourteen

306 36 3
                                    

              🌂JONGKOOK🌂

დაღლილად პროდუქტებს თაროებზე ვაწყობდი.

დღის ბოლო წუთები იყო და ენერგია საერთოდ არ მქონდა დარჩენილი.

ძალიან დავიღალე...

"როგორხარ ლამაზო?"

გაგონილი ხმით პატარა შოკი გადავიტანე. შეტრიალებისას პატარა აღარ იყო.

წინ მინ იონგი მედგა, რომელსაც სპორტულები ეცვა და ხელში ბოლომდე გავსევული ურიკა ეჭირა.

აქ რა უნდოდა? კარგი, შეიძლება საყიდლებზე იყო მოსული, მაგრამ ათასობით მაღაზიიდან, ჩემი სამუშაო ადგილი რატომ აირჩია? ღმერთო... გავგიჟდები!

გარკვეულობიდან გამოვედი და საქმე გავაგრძელე.როგორც წინა კვირას ისე არ გავიქცეოდი.
გასაქცევი არაფერია.
თან გაქცევა არ შველოდა არაფერს. ლოცვებიც არ შველოდა რომ ეგ აღარ მენახა.

როგორც ყოველთვის ცხოვრება შუა თითს მიჩვენებდა.

უკეთესია არ მივაქციო ყურადღება. ის უბრალოდ საყიდლებზეა მოსული.

"შენ გელაპარაკები."

კიდევ ერთხელ ხმის ამოღებისას მივტრიალდი და თვალებში შევხედე.

"მე?"

არ ვიმჩნევდი...

"აქ შენსგარდა არი ვინმე ლამაზი?"

უბრალოდ მხრები ამოვიჩეჩე. თვალებში ვეღარ ვუყურებდი, ის ღამე მახსენდებოდა.

"ჯუნქუკ!"

მენეჯერის ხმამ პირველად გამახარა.

"უნდა წავიდე. საღამო მშვიდობისა."

გადარჩენის შვებით მენეჯერთან მივედი.

~~~~

ბოლოს სამუშაო საათი გავიდა და გამოსაცვლელში შევედი რომ გამომეცვალა სამუშაო ფორმა რომელშიც ფორთოხალს ვგავდი.

ყვითელ ზოლებიანი მაიკდა და ზემოდან ყვითელი ბუმბერი მეცვა. ახლა ლიმონს ვგავდი.

Boss as bitchWhere stories live. Discover now