taehyunG
წრეზე დავსხედით და შუაში მინის ბოთლი დავატრიალეთ.
როგორც წარმოვიდგინე, თინეიჯერულ რაღაცეებს ეუბნებოდნენ ან აკეთებინებდნენ ერთმანეთს.
თვალებით ბატონ ჰოსოკს ვეძებდი. შეიძლება ჯიმინსაც.
თამაშის გამო მინდოდა ჯიმინის ნახვა. კითხვები მქონდა მაგასთან.
უნდა შემერცხვინებინა.ჯონგუქს რაც აკადრა, ვერ ვაპატიებდი.
"თეჰიონი ეკითხება,ჯუნგმი პასუხობს."
შეწუხებულად ამოვისუნთქე და ვკითხე:"ს თუ მ?"
სიხარულით გაიღიმა და სიმართლე აირჩია.
წყნარად ამოვიღე ხმა.
"სულ რამდენ ადამიანთან გქონია სექსი?"
ჩემს კითხვაზე ყველა გაიკვირვა.ცოტახნის შემდეგ ხმა ამოიგო.
"ოთხნახევარი."
რანაირი პასუხია?...
"ოჰჰ... მოვიდნენ."
მინა ბედნიერებით ახტა და გაირბინა. თვალს ვაყოლებდი.
ბატონი ჰოსოკი და ჯიმინი გამოჩდნენ. დაღლილები იყვნენ.
ჯიმინი მინას ელაპარაკებოდა. ბატონი ჰოსოკი კი ჩემკენ მოვიდა.
"თეჰიონ სად იყავი? გვანერვიულე."
"გასასეირნებლად ვიყავი წასული."
თავი დამიქნია და ვგვერდზე მომიჯდა.დირექტორმა ჯიმინს და მინას შესძახა.
"მოდით, გავაგრძელოთ თამაში."
ვიღაცამ ხმა ამოიღო, რის შედეგად ყველამ მას შეხედა.
"მოდით წესები შევცვალოთ.ვინც კითხვაზე არადამაკმაყოფილებელ პასუხს გასცემს ან არ შეასრულებს მოქმედებას, ორი ქილა ლუდი დალიოს."
ყველამ თავი თანხმობის ნიშნად დაიქნია. შუახანის თანამშრომელმა შეწუხებულად თვქა.
