🔥TAEHYUNG🔥
ცხვირს ვიწმენდდი და ამავე დროს საბუთებს ვამოწმებდი. ავად ვიყავი მაგრამ მაგ დამპალს არც კი უთქვამს დაისვენეო.
პატარა ოთახის კედლები, მახრჩობდნენ. სიცივის გათვალისწინებით ფანჯარა გამოვაღე.
დღეს ჯონგ ჰოლდიგნთან კრება გვქონდა და როგორც ყოველთვის ჯიმინის ყველა საქმეს მე ვაკეთევდი.
საბუთები ხელში ავიღე და ოთახიდან გავედი. კრების დრო მოდიოდა.ჯიმინის ოთახისკენ მივემართე.
კარის დაკაკუნებისას კარი თავისით გაიღო. შინ კი მინა და ჯიმინი ისხდნენ და ერთმანეთს ჭამდნენ.
ეს საზიზღრობაა, სამსახურში მაინც ნუ აკეთებენ.
~~~~
კრება დაწყებული იყო და ჩვენი ჰოლდინგის წარმომადგენლები გრძელი მაგიდის მარჯვნივ დასხდნენ.
ცოტახნის შემდეგ კარი ჯონგ ჰოსოკმა გამოაღო. ეს კაცი მიყვარდა. ადამიანურად მექცეოდა ჯიმინისგან განსხვავებით.
ყველას მიესალმა და ხელი ჩემკენ მოწია. "გამარჯობა ბატონო თეჰიონ. როგორ ბრძანდებით?"
"კარგად ბატონო ჰოსოკ. თვენ?"
"სანამ თქვენ გნახავდით ცუდად ვიყავი."
ხელები ჯერ კიდევ არ გვქონდა გაშვენული, ყველა ჩვენ გვიყურებდა რის გამოც შემრცხვა.
ამავე დროს ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ჟღვლინტები არ მომდიოდა.
"ხომ არ დავსხდეთ?"
ჯიმინის კითხვით ტრანსიდან გამოვედით და ხელები დავაშორეთ.
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. მე კი ჯიმინის გვერძე უნდა დავმჯდარვიყავი მაგრამ მინამ დაიკავა ჩემი ადგილი რის გამოც ხმადაბლა შევიგინე.
ქალს ხელები არ უჩერდებოდა, სულ ჯიმინის ფეხებზე იყო.
კონცენტრაცია მეკარგებოდა.
