Jungkook
ზარის ხმის გამო, საწოლიდან ძლივს ავდექი და თვალები გავახილე.
საათის ნახვისას ხმამაღლა შევიგინე.
დილის ექვსზე ვინ შეიძლებოდა რომ მოსულიყო? ჯინ ჰიონის დეპრესიის გაქრობის ერთ-ერთი მეთოდი თუ არის, მეგობრის მკვლელი ვიქნები.
განუწყვეტელი ზარის ხმის გამო ტვინი მომეტყნა და არც კი ჩამიხედავს ვინ იყო, მალევე გავაღე.
თეჰიონ ჰიონის ნახვისას თვალები გამიფართოვდა.
"ჰიონ, არ მეგონა ასე მალე თუ მოხ-"
ლაპარაკისას წინ წავიწიე, რომ ჩავეხუტო მაგრამ მან ხელით შემაჩერა, რაც ლაპარაკიც შემაჩერებინა.
უემოციო მზერა ჰქონდა.
ეს იშვიათი მდგომარეობა იყო.
"უნდა ვილაპარაკოთ"
შიგნით შევიდა და სამზარეულოში დაჯდა.
შიგადაშიგ შიშს ვგრძნობდი.
ხომ არ...
ხომ არ გაუგია?...
არა,არა შეუძლებელია.
ბოლოს მეც შევედი სამზარეულოში და წინ დავუჯექი.
"რა მოხდა ჰიონ?"
თვალებში მიყურებდა. ერთი წარბი აწია.
"შენ მითხარი ჯონგუქ, რა ხდება?"
"ვერ ვხვდები."
ტუჩებიდან გამოსახული სიტყვაზე, ძვლებშიც კი ვიგრძენი შიში.
"მინ იუნგი, რომ გითხრა, მიხვდები?"
შიში, პანიკა და ტვინში განვითარებული თეორიები, ხმამაღლა გადამაყლაპინა ნერწყვი.
გაიგო...
აწი, მოტყუებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც თავი დავხარე და გავჩუმდი. უნდა ამეხსნა რა მოხდა და როგორ, მაგრამ ვერ ვიღებდი ხმას.
ბოლოს ამოვისუნთქე და ხმა ამოვიღე.
"მ-მაპატიე ჰიონ. მე უბრალოდ შენ დასახმარებლ-"