თავი 7

1.4K 102 4
                                    

-კარგი,მოკლედ...ეს მთელი შენობის რუკაა და ყველაფრის პოვნას აქ შეძლებ.ლიტერატურა აქ ჩაგიტარდება,ფრანგული აქ,ფსიქოლოგია კი აი აქ.მგონი დანარჩენს თავადაც მიხვდები,ახლა კი იქნებ კაფეტერიაში წავიდეთ?-საწყალი თვალებით მიყურებს ლიამი და თან ხელში საშუალო ზომის ფურცელს მაჩეჩებს.
-ჰმმ...არა,ჯერ ბიბლიოთეკიდან წიგნები უნდა გამოვიტანო?-ჩემი პასუხი კითხვას უფრო ჰგავდა,თუმცა პასუხს არ დავლოდებივარ ისე დავიძარი ბიბლიოთეკისკენ,რათქმაუნდა ლიამიც უკან გამომყვა.

WSU-ს უნივერსიტეტი იმაზე ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა,ვიდრე მეგონა.ყველაფერი შავ-თეთრ ფერებშია და ჩვენს სახლს მაგონებს,თუმცა აქ არც ისეთი კარგი დიზაინია როგორც სახლში.
კედლებზე ფოტოები კიდია,ზოგანაც კი კოსმონავტები ხატია,რაც ძალიან ლამაზია.მაგიდები წრიულად აწყვია და არც ისეთი მოსაწყენი ლექციებია როგორიც მეგონა.ფსიქოლოგია კი ჯერჯერობით საუკეთესოა.

-აქეთ.-მეუბნება ლიამი და კარს აღებს,შემდეგ კი შიგნით შევდივართ.
ჩემს პირდაპირ კედელზე უზარმაზარი წიგნი ხატია,ხოლო გვერდზე სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდები.მიყვარს ეს ადგილი!
ბიბლიოთეკართან მივდივარ,რომელსაც წითური თმები,ციაფერი თვალები და მსხვილი ტუჩები აქვს,დაახლოებით 40 წლისა თუ იქნება.ჩემს საშვს ჩანთიდან ვიღებ და ვუწვდი.
-სახელი?-მეკითხება წითურიწითური.
-მიშელი.-რაც აქ გადმოვედი ყველაფრის შეცვლა გადავწყვიტე,ამიტომ ახლა ყველას როგორც დანიელა კი არა,როგორც მიშელი ისე ვეცნობი,თუმცა ჰარი ზოგჯერ მაინც დანიელას მეძახის.
-წიგნი?
-ფსიქოლოგიის მეორე ნაწილი მინდა.
-შენ ხომ სწავლა დღეს დაიწყე,მეორე ნაწილი რად გინდა?-დაბნეული მეკითხება ლიამი.
-შარშან პირველი ნაწილი ბოლომდე გავიარე.
-სკოლაში?
-ჰო.-თავს ვუქნევ და წიგნს ჩანთაში ვდებ,საშვთან ერთად,შემდეგ კი ბიბლიოთეკიდან გავდივარ.-კაფეტერიაში წავიდეთ?-ღიმილით ვეკითხები,ვიცი როგორი მშიერიც არის.
-არიიის!-ბოლო ხმაზე ყვირის, ხელებს ჰაერში იქნევს და კაფეტერიისკენ გარბის.

Danielle || H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now