თავი 4

1.4K 111 4
                                    

ისე ვნებიანად მკოცნიდა რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი,ან რატომ უნდა გამეწია?ამდენი ხანია მის ლოგინში შეთრევას ვცდილობ.ნამდვილი ძუკნა ვარ,ჩემს თითქმის საუკეთესო დაქალს შეყვარებულს ვართმევ.
-აჰ...-ამოვიკვნესე როცა ჰარიმ ტუჩზე მიკბინა და სისხლი წამომივიდა,თუმცა ყურადღება არ მომაქცია და ქვემოთ,კისრისკენ ჩაინაცვლა.შემდეგ მკერდისკენ და ბიუსტჰალერი შემიხსნა.ორივე მკერდი ხელში ეჭირა და ხელებს მაგრად მიჭერდა,მტკიოდა თუმცა მისგან მთვრალი ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი.
მოულოდნელად კოცნა შეწყვიტა და ბოუსტჰალერი უკან გამომიწოდა.
-რა მოხდა?-ამოვიჩირჩულე ჩუმად.რამე არასწორად გავაკეთე?
-ხომ გითხარი ასე მარტივად ვერ შემითრევ საწოლში მეთქი.-იდიოტურად გაიღიმა და მაისური გადაიცვა.
-მაგასაც ვნახავთ!-ძალიან ჩუმად ვთქვი.
-კარგი.-ჩაეცინა.-ჩემოდანი ჩაალაგე,ხვალ მივფრინავთ!
-რაა?!ასე მალე?ლაილას არაფერი უთქვამს!-დავიყვირე.
ახლაღა შევნიშნე რომ ჯერ კიდევ წელსზემოთ შიშველი ვიყავი,ამიტო ბიუსტჰალერი გავიკეთე.
-ხო მაგრამ მე გითხარი.-მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.
მეც იგივე გავიმეორე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი,სასადილო სულ გადამავიწყდა.
-სად იყავი?რატომ არ ისაუზმე?ტოსტები წამოგიღე.
-არსად ელენა,არსად არ ვყოფილვარ!უბრალოდ გავისეირნე და მადლობა ტოსტისთვის!-ძალიან უხეშად ვუთხარი და სააბაზანოში  შევედი.
კარები შიგნიდან გადავკეტრ და კედელთან ჩავიკეცე.
რა ჯანდაბა გემართება დანიელა?შეეშვი იმ ნავიჭვარს,თამაც ის ხომ ელენასია!არა,ელენამ რომ ჩვენს შესახებ გაიგოს...არც კი მინდა წარმოდგენა!
ფიქრებიდან ტელეფონის ხმაურს გამოვყავარ.ისევ ის ვიღაც იდიოტია.

Unknown: გამარჯობა კნუტო ❤
Me: რა ჯადაბა გინდა?
Unknown:მომენატრე!
Me:წადი შენი!

ნომერი დავბლოკე და ტელეფონი იატაკზე დავაგდე.
  თბილი წყალი მოვუშვი,სახეზე შევისხი,შემდეგ კი ისევ საძინებელში დავბრუნდი.ყურსასმენები ავიღე და ჩემს ტელეფონს შევუერთე,ლოგინზე ავძვერი და "human" ჩავრთე.ეს სიმღერა ძალიან მაწყნარებს.

Danielle || H.S (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora