თავი 25

977 94 3
                                    

ლექციები დასრულდა და სახლში წამოსვლა გადავწყვიტე,მიუხედავად იმისა რომ ჯეიკობი მთხოვდა მასთან ერთად წვეულებაზე წავსულიყავი.ლიამს რაღაც საქმეები ჰქონდა,ამიტომ მარტო წამოვედი.ყურსასმენები ჩემს ტელეფონს მოვარგე და "Rolling in the deep" ჩავრთე.
გზად მაღაზიაში შევიარე და სახლისთვის სასუსნავები ვიყიდე,შემდეგ კი ისევ გზა განვაგრძე.
-ჰეი,დანი!-უკნიდან ვიღაცის ხმა მესმის და ყურსასმენებს ვიხსნი,შემდეგ კი უკან ვბრუნდები.ჰარია.არაფერს ვაკეთებ,უბრალოდ ველოდები როდის მოაღწევს ჩემამდე.
-მეგონა დამაიგნორებდი.-სწრაფად სუნთქავს და ხელს მკერდზე იდებს.
-როგორც ჩანს არა.-ოდნავ ვუღიმი და ისევ გზას განვაგრძობთ.
-რაღაცაზე უნდა გელაპარაკო...
-როგორც ყოველთვის...
-არა,ამჯერად მართლა!მინდა ისევ ჩვენთან დაბრუნდე,ისევ ერთად ვიცხოვროთ.-დაბნეული ვუყურებ,შემდეგ კი სიცილი მიტყდება.
-ხომ გითხარი რომ შენი საყვარლის როლის მორგებას არ ვაპირებ!-მკაცრად ვეუბნები.
-მე ჩემს საყვარლობას არ გთხოვ!-ისიც ხმას უწევს თუმცა მალევე მშვიდდება და ხელებს თვალებზე იჭერს,შემდეგ კი ღრმად სუნთქავს.-იქნებ სადმე შევსულიყავით,დაგველია და წყნარად გვესაუბრა?-მის სიტყვებზე რამდენიმე წუთი ვფიქრდები,შემდეგ კი ვეთანხმები და უახლოეს ბარში შევდივართ.
-ორი ვისკი.-თვალისმომჭრელი ღიმილით ეუბნება ჰარი ბარმენს და ისიც მაშინვე გვიწვდის ჭიქებს.
-მადლობა!-კიდევ ერთხელ უღიმის და ამჯერად მე მიბრუნდება,-უკვე გითხარი რომ ელენა ორსულად არაა?-სასმელი მცდება და ხველა მიტყდება.
-რაა?-გაოცებისგან ვყვირი.-თუმცა მას,ის მუცელი...
-არა ბოდიში,ორსულად რა თქმა უნდა არის,თუმცა ბავშვის მამა მე არ ვარ...-ჯერ იღიმის შემდეგ კი მოწყენილ სახეს იღებს.მას რა,ის ბავშვი უნდოდა?
-ვწუხვარ...
-რაღაც მხრივ მეც.-ისევ დუმდება,შემდეგ კი იღიმის და კიდევ ორ ჭიქას უკვეთავს.ასე გრძელდება რამდენიმე საათია,სანამ კარგად არ დავთვერით და პარკში წასვლა არ გადავწყვიტეთ.ჰარიმ ბილეთები იყიდა და სხვადასხვა ატრაქციონზე ვიჯექით,საკმაოდაც ვიმხიარულეთ,მხოლოდ ახლა გავაცნობიერე როგორ მომენატრა მასთან ყოფნა.
-მგონი ორი ბილეთი კიდრვ გვაქვს.-ვუთხარი მე და ბილეთები ცხვირწინ ავუფრიალე.-სად დავსხდეთ?
-ეშმაკის ბორბალზე?!
-კარგი.-თავს ვუქნევ და ხელს ვჭიდებ,შემდეგ კი სასურველი ატრაქციონისკენ გავრბივართ,კონტროლიორს ბილეთებს ვაწვდით და ერთ-ერთ
კაფსულაში ვხტებით.
-რა ლამაზი!-ვყვირი როცა თითქმის მწვერვალს ვაღწევთ.ეს ყველაფერუ მართლაც ულამაზესია.ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,ტომ ოდელის სიმღერები,განათებული ქალაქი და ჰარი.
ხელებს წელზე ვხვევ და თავს მის მკერდს ვასვენებ,ისიც მაშინვე მეხუტება.
-მომენატრე...-ვჩურჩულებ მის მკლავებში,ის კი თავზე მკოცნის.
-მეც...

მოულოდნელად მიშორებ და მუხლებზე დგება,მე კი გაოცებულ სახეს ვიღებ.
-რას აკეთებ?-დაბნეულად ვიცინი.
-გთხოვ არ შემაწყვეტინო...
-კარგი.
-დანი,პირველივე დღიდან როცა შეგხვდი შენდამი რაღაც გრძნობები გამიჩნდა,უფროსწორად ლტოლვა.-ოდნავ ეცინება და თავს ხრის.-საშინლად მიზიდავდი,თუმცა შენთან ყოფნა არ შემეძლო,შენთვისვე იყო უარესი,თუმცა შენ...შენ თავს არ მანებებდი,მე კი ჩემს კლანჭებში მოგიმწყვდიე...ვიცი ხშირად უსამართლოდ გექცეოდი,თუმცა მე ასეთი ვარ...-ოხრავს და ჩემს ხელს მისაში იქცევს,მე კი გაოცებისგან სუნთქვა მიჩქარდება და ოდნავ ვიღიმი.-დანიელა მიშელ ედვარდს,მინდა გითხრა რომ ძალიან,ძალიან მომწონხარ და რაღაც უნდა გთხოვო,თუმცა ვერ დაგპირდები რომ დღეიდან აღარ გატკენ,ან გაწყენინებ...გახდები ჩემი ცოლი?

გაოცებისგან პირს ვაღებ და უცნაურ ბგერებს წარმოვთქვამ.შეუძლებელია ეს ჰარი ეთქვა...მას უბრალოდ სასმელი ალაპარაკებს...
-ჰარი,შენ მთვრალი ხარ...
-არ ვარ!-ფეხზე დგება და მიხუტებს.-უფროსწორად ვარ,თუმცა ამას სიმთვრალის გამო არ გეუბნები.ცოლად გამომყვები?გთხოვ დამთანხმდი...
-კარგი...-გაუაზრებლად ვამბობ და ჩვენს ტუჩებს ვაერთებ,ის კი ჰაერში მიტაცებს და მატრიალებს რაზეც ვკივი და კიდევ ერთხელ ვკოცნი.

ეშმაკის ბორბალი ჩერდება და მე და ჰარი სწრაფად გადავრბივართ,შემდეგ კი ქორწინების სახლში მივდივართ.
ყოველგვარი სცერემონიის გარეშე ფურცლებზე ხელს ვაწერთ და ბეჭდებს ვცვლით,შემდეგ კი ერთმანეთს უკვე როგორც ცოლ-ქმარი ისე ვკოცნით და სახლში მივდივართ.

ელოდით ამგვარ გაგრძელებას? 😀 აუცილევლად დატოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში 😍

Danielle || H.S (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ