თავი 19

950 80 10
                                    

-ჰეი,ჰეი,ჰეი!ეს შეცდომაა...-ლიამი კოცნას წყვეტს და ჩემს სახეს მის თბილ ხელებში იქცევს.-ჩვენ მეგობრები ვართ და ეს...-რამდენიმე წამი დუმდება.-ეს ის არ არის რასაც მეგობრები აკეთებენ...-წყნარად მეუბნება და ოდნავ მიღიმის.
-იქნებ მინდა რომ მეგობრებზე მეტი ვიყოთ?-გაუაზრებლად ვამბობ,თუმცა ცხადია,ვატყუებ.ჩემი გრძნობებისგან იმდენად დავრბმავდი რომ ჩემს ერთადერთ მეგობარსაც ვკარგავ.
-დანი,მისმინე!ვიცი,რომ ამას სერიოზულად არ ამბობ,ვიცი რომ ჰარი გიყვარს.უნდა ნახო როგორი ბედნიერი ხარ როცა მასზე ლაპარაკობ ან როცა მას ხედავ,თუ სხვა გოგოსთან ერთად დაინახე მაშინვე მისი მოკვლის სურვილი გიჩნდება.ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.არ ვიცი რა მოხდა,თუმცა დარწმუნებული ვარ ბრძოლა ღირს...შენ და ჰარი ერთმანეთს ეკუთვნით,თუმცა ამას ჯერ ვერ ხვდებით.გთხოვ,ნუ მეტყვი ისეთ რამეს,რასაც შემდეგ ინანაებ.-მის მკერდზე მაკრავს და ხელებს ძლიერად მხვევს,მე კი მთელი შეკავებული ემოციები ერთბაშად მაწვება და ტირილს ვიწყებ.
-შშშშშშშშშ....გინდა მომიყვე რა ხდება?-თავს ვუქნევ და პუფებზე ვსხდებით.
-ელენა...ის,ჰარისგან ბავშვს ელოდება...-კიდევ უფრო ვტირი,ლიამს კი გაოცებისგან სახე უფითრდება.
-რ...რა?
-ჰარი მამა გახდება ლიამ...-თავს ხელებში ვრგავ და მაგრად ვტირი,ლიამი კი ჩემთან ახლოს იწევა და ძლიერად მეხუტება.
-ყველაფერი კარგად იქნება...-ჩუმად მეუბნება და თავს მის მუხლებზე მადებინებს,ხელებს კი ჩემს თმებში ხლართავს.თვალები მეხუჭება და ისე მეძინება რომ ვერაფერს ვამჩნევ.

როცა ვიღვიძებ უკვე საკმაოდ გვიანია.მე ვიღაცის საძინებელში ვწევარ.სწრაფად ვდგები და ქვემოთ ჩავრბივარ.ლიამის ძებნას ვიწყებ,თუმცა ვერავის ვპოულობ.
-ახლავე შემიშვი,თორემ გეფიცები,აქვე მოგკლავ!-საკმაოდ ნაცნობი ხმა მესმის.შემოსასვლელისკენ გავრბივარ.
კარებთან ჰარი დგას და ლიამს ეჩხუბება.მთელი ჩემი სამყარო ინგრევა.ვეღარაფერს ვგრძნობ,აღარაფერი მესმის,გარდა ჰარისა და მისი ხმისა.
-დანიელას სივრცე სჭირდება,როცა საუბრისთვის მზად იქნება,თავად მოგძებნის!-სიმკაცრითვე პასუხობს ლიამი.
ჰარი მუშტს წევს და რაღაც მომენტში მგონია რომ დაარტყამს,თუმცა მალევე ჩერდება და ხელს დაბლა წევს.თავს ქვემოთ აგდებს და...და ტირილს იწყებს.
-უბრალოდ...არ შემიძლია...მე მამა გავხდები,ჯანდაბა!ის კი ჩემს გვერდით არა...ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!-თავს ზემოთ წევს და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.ორივეს თვალები სავსეა ცრემლებით.

მინდა მისკენ გავიქცე,ჩავეხუტო და ვუთხრა რომ მიყვარს,შემდეგ კი ერთად გავიქცეთ,თუმცა ამას ვერ ვიზამ...ის ხომ მალე მამა გახდება.ხელს პირზე ვიფარებ რომ ტირილი არ დავიწყო და კიბეებზე სწრაფად ავრბივარ.
-დანიელა!-ისმის ჰარის და ლიამის ხმა და ორივე უკან მომდევს,თუმცა მე ოთახში შევრბივარ და ცხვირწინ კარს ვუკეტავ.

მთელ სხეულში ძალა მეცლება და უღონოდ ვეცემი.ჩემს გრძნობებს გასაქანს ვაძლევ და ტირილს ვიწყებ.
-დანიელა,გააღე ეს წყეული კარი!-ყვირის ჰარი.
-დანი,გთხოვ,შემომიში!-ამჯერად ლიამია.

ფეხზე ვდგები და საწოლთან მივდივარ.უნდა დავწვე,თუმცა ვჩერდები.ჩემს გვერდით არსებული პატარა მაგიდისკენ ვიხედები,რომელიც სავსეა ათასგვარი წვრილმანებით.ზიზღით ვივსები და იმ მაგიდასთან მივრბივარ.ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ძირს ვყრი და საშინელი მტვრევის ხმა ისმის.ლოგინიდან თეთრეულს ვაძრობ,გარდერობიდან ტანსაცმელს ვყრი და ისევ იმ მაგიდასთან ვბრუნდები.იქვე ვიმუხლები და მიწიდან შუშის საკმაოდ დიდ ნატეხს ვიღებ.რამდენიმე წუთი ვაკვირდები,ჩემს მეორე ხელთან ახლოს მიმაქვს და...

ბოდიში დაგვიანებისთვის :) დღეს ან ხვალ აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს ❤
პ.ს Wild-საც და ამასაც მხოლოდ შაბათ-კვირას ავტვირთავ,რადგან სხვა დღეებში სულ ვერ ვიცლი ❤😇 ბოდიში ❤

Danielle || H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now