-ხომ გითხარი,თუ გიპოვი მაგრად გიხმარ მეთქი!-სიცილით თქვა და ოთახიდან გავიდა.
გაოცებისგან გავშეშდი.ბრაზმა,დაბნეულობამ და შიშმა ერთდროულად მომიცვა.ჯანდაბა,ოღონდ ეს არა!
სახეზე ცივი წყალი შევისხი და რამდენიმე წუთი ასე დაბნეულობასა და სიჩუმეში დავყავი,შემდეგ კი კარები ძლიერად შევაღე და ჩემი ადგილისკენ გავემართე.
ვცდილობდი ჰარისთვის არ შემეხედა და მთელი ბრაზი აქვე,ამ თვითმფრინავში არ ამომეფრქვია,თუმცა მისი მწველი მზერა გეგმას მიშლიდა.
ჩემი ადგილი დავიკავე,ყურსასმენები გავიკეთე და ხმას მაქსიმლურად ავუწიე,შემდეგ კი მთელი გზა სიჩუმეში გავატარე.
-ყურადღება,შეიკარით უსაფრთხოების ღვედები,მალე დავეშვებით!-გაისმა სტიუარდესას ხმა დაახლოებით 1 საათში.
მეც სასწრაფად შევიკარი ღვედი,მოვიხსენი ყურსასმენები და ჩანთაში ჩავდე.
5 წუთში დავეშვით და სკამებიდან ყველა ერთდროულად წამოვიშალეთ.
ჩემს ბარგს ხელი დავავლე და ჰარის უკაბ გავყევი,მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი სად ვცხოვრობდით,მან კი იცოდა.
-ტაქსით წავიდეთ?-მკითხა,თუმცა როცა მიხვდა რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებდი ჩაიცინა და ტაქსი გააჩერა.
-მთელი დღე ასე უნდა მებუტებოდე?-ისევ ირონიით გაჟღენთილი ხმით მითხრა.
ისევ დავაიგნორე.უეცრად ხელი ბარძაყზე დამადო და მაგრად მომიჭირა.მუცელში სითბო ჩამეღვარა,თუმცა მალევე მოვიშორე და მადლობა ღმერთს რომ სახლში მივედით,თორემ წარმოდგენა არ მინდა რა მოხდებოდა...
-აქ უნდა ვიცხოვროთ?-პირდაღებულმა წარმოვთქვი როცა დიდ,ძალიან მდიდრულ სახლს მივადექით.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Danielle || H.S (დასრულებულია)
Hayran Kurguახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...