ზარი ირეკება და ლექციაზე შევდივარ.აუდიტორია თითქმის გადავსებულია.უკანა რიგებში ჩემს ადგილს ვიკავებ,წიგნებს და კალამს მაგიდაზე ვალაგებ და კომფორტულად ვეწყობი.
რამდენიმე წუთში ლექტორიც შემოდის,დაფას ფერადი ქაღალდევით ავსებს და ლექციის კითხვას იწყებს.
ვცდილობ მთელი ყურადღება მისკენ გადავიტანო თუმცა არ გამომდის.მოუთმენლად ველი ლექციების დასრულებას და სახლში წასვლას.
ჩემი ტელეფონის ხმა ისმის და სასწრაფოდ ვიღებ რომ ყველას ყურადღება არ მივიქციო,მაშინვე ვოხრავ როცა ელენას შეტყობინება მხვდება.ახლაღა მახსენდება რომ მასთან არ მისაუბრია,ის კი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო სანამ მის შეყვარებულთან ერთად არ დამინახა...მთხოვს რომ დღეს საღამოს სადმე შევხვდე,რაც უცნაურია.ასევე წერს რომ მარტო მივიდე.ვთანხმდები და ტელეფონს ვთიშავ.
ზარი ირეკება.მთელი აუდიტორია იშლება და ოთახს ტოვებს.ბოლოს მე გავდივარ და მაშინვე ლიამის კლასისკენ მივდივარ.
-ჰეიი!-ღიმილით მესალმება და მეხვევა.
-ჰეი.
-კარგად ხარ?
-არა...-ქვედა ტუჩს ვაგდებ და საწყალი თვალებით ვუყურებ.
-რა გჭირს?-ხელს მხარზე მადებს და გარეთ გავდივართ,მაშინვე საქანელებისკენ გავრბივართ და გვერდი გვერდ ვსხდებით.
-გახსოვს ელენაზე რომ გიყვებოდი?
-შენ და ჰარი რომ ერთად დაგინახათ?
-ჰო...მაგ დღის მერე არ მინახავს,არც დავლაპარაკებივარ,ახლა კი მწერს რომ შეხვედრა უნდა.
-რატომ?
-არ ვიცი...-თავს ხელებში ვრგავ.
-წამოდი!-ხელს მჭიდებს და სადღაც მიმათრევს.
-ჰეი,ლექციები კიდევ მაქვს!-ვყვირი როცა მანქანაში მტენის და სადღაც მივყავარ.
-არაუშავს,მეც,თუმცა გავაცდენთ!-ბოროტული ღიმილით მპასუხობს,მუსიკებს რთავს და სიმღერას იწყებს.მეც მეცინება მის ამ საქციელზე და სიმღერაში ვყვები.ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანას დიდი სახლის წინ აჩერებს.
-სად ვართ?-გაოცებული ვეკითხები და მანქანიდან გადმოვდივარ.
-ჩემს სახლში?
-რაა?-თვალები მიფართოვდება.
-ჰო,მამა როცა გარდაიცვალა ეს სახლი და მანქანა დამიტოვა.ბიზნესი კი ჩემს ძმას.
-არ ვიცოდი მდიდარი თუ იყავი.
-ჰო...-ოდნავ ეცინება.-არც მე.
-რა?-დავიბენი,მართლა დავიბენი.
-4 წლის ვიყავი მამამ რომ მიგვატოვა.მე და დედა საცხოვრებლად აქ,პატარა ბინაში გადმოვედით,შარშან კი, სახლში ვიღაცამ მომაკითხა და აღმოჩნდა რომ მამაჩემი იყო.მერე ჩემი პატარა ძმა გავიცანი.დავმეგობრდით თუმცა ძმად მაინც ვერ აღვიქვამ,თანაც ის ფაქტი რომ მე მიმატოვა და მასთან წავიდა საშინლად მაბრაზებდა.-რამდენიმე წუთი დადუმდა და სახლს გახედა.-რამდენიმე დღის წინ კი რაღაც საბუთები მივიღე,სადაც ეწერა რომ მამა ანდერძით ამ სახლს და მანქანას მე მიტოვებდა.
-ანუ გარდაიცვალა?
-ჰო,2 თვის წინ.
-ვწუხვარ.
-არ არის საჭირო.წამოდი,მეც მაინტერესებს როგორ სახლია.-ხელს მჭიდებს და სახლში შევდივართ.სახლი ძალიან მდიდრულადაა გაწყობილი,იმაზე ლამაზადაც კი ვიდრე ჰარის სახლი.
-ვაუ...-ჩუმდა ვამბობ,ლიამს კი ეცინება.-კარგად ხარ?-ხელს ვკიდებ.
-ნაბიჭვარი...მთელი ბავშვობა მკვდარი მეგონა,მის გარეშე ვიზრდებოდი.ყოველდღე ისე მენატრებოდა,ახლა კი ამ სახლით ამის გამოსყიდვას ცდილობს.
-ლიამ...-ჩუმად ვეუბნები და ვეხვევი.-სამწუხაროდ არც დედაჩემს ვიცნობ და არც მამაჩემს.2 თვის ვიყავი როცა ბავშვთა თავშესაფარში კალათით დამტოვეს.მათგან სამახსოვროდ არაფერი მაქვს.სულ მეზიზღებოდნენ,მძულდნენ იმის გამო რომ მარტო დამტოვეს,თუმცა ახლა მათ სანახავად...ყველაფერს დავთმობდი.-ჩუმად ვამბობ და ვგრძნობ როგორ მიცრემლიანდება თვალები.
-ვწუხვარ.-თმაზე მკოცნის და ხელებს უფრო ძლიერად მხვევს.
-მეც.-ოდნავ ვიღიმი და სახლის დათვალიერებას ვიწყებ.ყვაფერი ულამაზესია.
კრემისფერი ხალიჩები და ავეჯი.ულამაზესი ჭაღები.ხის კიბეები,რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს ამ ყველაფერს.უზარმაზარი საძინებლები და სამზარეულოები.
-თუ ოდესმე ჰარი გაწყენინებს შეგიძლია ჩემთან იცხოვრო.
-რა?-დაბნეული ვეკითხები.
-თუ მოგინდება შეგიძლია აქ იცხოვრო,ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდი სახლია.
-კარგი.-ღიმილით ვპასუხობ და სავარძელში ვთავსდები.ლიამი ფილმს რთავს,საძინებლიდან თბილი პლედები გამოაქვს და პუფებში ვთავსდებით.
***
კაფის კარს ვაღებ და ელენას ძებნას ვიწყებ.ოთახის კუთხეში ყავით ხელში ვამჩნევ.ჩემსკენ იხედება,ოდნავ ვუღიმი,ხელს ვუქნევ და მისკენ მივდივარ.ისიც დგება და მაშინვე ადგილზე ვიყინები.ხელი მუცელზე უდევს,რომელიც საკმაოდ გაზრდილი აქვს და ოდნავ ეფერება.
-გამარჯობა.-ჩუმად მეუბნება და მეხვევა.პარალიზებული ვარ,არ ვიცი რა გავაკეთო.
-გამარჯობა.შენ...შენ რა...
-ორსულად ვარ.
-რამდენი თვის?-მოწყვეტით ვეცემი სკამზე.
-5 თვის...-ხელების მტვრევას იწყებს.
-მამა...?ჰარია...?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და გეფიცებით იმ დროს სიკვდილი მინდება.თავს ხელებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ.
-დანიელა...-ხელს მკიდებს,თუმცა უხეშად ვიშორებ და კაფეს ვტოვებ.ბოდიში დაგვიანებისთვის 🤗 თქვენი აზრით რა მოხდება ამის შემდეგ?🤗🤗
ВЫ ЧИТАЕТЕ
Danielle || H.S (დასრულებულია)
Фанфикახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...