თავი 27

952 82 5
                                    

~ჰარის თვალთახედვა~

-შენ რა,ისევ ნარკოტიკებს იღებ?-დანიელა ერთ ადგილზდ შეშდება და შეშინებული მიყურებს,თვალები კი ცრემლებით ევსება.მთელი სხეული მეჭიმება და აქაურობის დალეწვის სურვილი მიჩნდება.ჯანდაბა ჰარი!შენ ხომ მას დაპირდი!ხომ თქვი რომ მისთვის შეიცვლებოდი?!აღარ იქნებოდი ისეთი ნაბიჭვარი როგორიც აქამდე იყავი?ეს მისთვის უნდა გაგეკეთებინა,შენ კი რა გააკეთე?ეჩხუბე,წახვედი,მოწიე,რაღაც სირობა შენს ორგანიზმში შეუშვი და ის რისთვისა იბრძოდი ერთი ხელის მოსმით ვიღაც ბოზთან დაარღვიე!ჯანდაბა,ჰარი,ჯანდაბა!

მთელი სხეული მეჭიმება და ვწითლდები.ჩემს თავზე იმდენად გაბრაზებული ვარ რომ ნერვებს ვეღარ ვთოკავ და ყველაფერს რაც მაგიდაზე აწყვოა ერთო ხელის მოსმით ვყრი ძირს,შემდეგ კი სააბაზანოში გავრბივარ და კარებს ვკეტავ.დანიელაც რა თქმა უნდა უკან მომყვება და ცდილობს შემოვიდეს,თუმცა თუ ამას გავაკეთებ,ვიცი კიდევ ერთხელ მოვატყუებ და კიდევ ერთხელ გავუტეხ გულს,ამიტომ მისთვისვე ჯობს გავუშვა...
-ჰარი ახლავე გააღე კარი!ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა!თუ ახლავე არ გამოხვალ,გეფიცები წავალ და აღარასდროს დავბრუნდები!

კარებთან ვიკეცები და მოზღვავებული ცრემლების შეკავებას ვცდილობ.რამდენიმე წუთი დუმს,შემდეგ კი კარებს მაგრატ ურტყამს ხელს და სადღაც მიდის.კარადის გაღების და მისი კივილის ხმა ისმის.გასაღებს ვატრიალებ,მინდა მასთან წავიდე და კიდევ ერთი შანსი ვთხოვო,თუმცა კარებს მაშინვე ვკეტავ,ვიცი ეს მისთვისვეა უკეთესი.

კარების დახურვის ხმა ისმის დ ავხვდები რომ დანიელა წავიდა,სააბაზანოდან გამოვდი არ და მთელ ემოციებს ყვირილსა და ნივთების ლეწვაში ვათავსებ.

საბოლოოდ ძალაგამოცლილი და გულგატეხილი სავარძელში ვესვენები და ჩემს გასაოცარ მეუღლეზე-რომელსაც ასე დავუმსხვრიე გული-ფიქრებით სიზმრების სამყაროში ვეშვები,სადაც როგორც ყოველთვის იმ სამყაროს ვხედავ,რომელზეც ამდენი ხანია ვვოცნებობ:მე და დანიელა ხის ქვეშ მინდორზე ვწევართ.ხელები ერთმანეთისთვის გვაქვს ჩაჭიდებული და ლამაზად მოკაშკაშე ცას შევყურებთ,მერე მე ვდგები და ჩემი საყვარელი მეუღლის მუცელს ვეხვევი,სადაც ჩვენი პატარა პრინცესაა...

Danielle || H.S (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora