ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ,რაც ჩემი ძმა ვიპოვე,ჰარიმ კი ჩემთვის უცნობ ადგილას სულ მარტო დამტოვა.მას შემდეგ ლიამთან ვცხოვრობ.კოლეჯში აღარ დავდივარ.ლიამის სახლში,ჩემს ფუმფულა პიჟამაში ვარ გამოწყობილი და მთელი დღე ფილმებს ვუყურებ ან ვტირი,ლიამის დანაზოგი კი ჩემი პიცების გამო თითქმის სულ განადგურდა.
ახლაც ჩემს პიჟამაში ვარ გამოწყობილი და "Me before you"-ს ვუყურებ,უკვე მერამდენედ,აღარც კი ვითვლი,მუხლებზე კი პიცის უზარმაზსრი ყუთი მიდევს.-ამის ბოლომდე ჭამას აპირებ?-ახლადგაღვიძებული ლიამი მხოლოდ სპორტული შარვლის ამარა ჩამორბის კიბეევზე და ჩემს გვერდით ჯდება,ჩემს პიცას კი საწყალი და დამშიებული თვალებით უყურებს.
-დიახ!შეგიძლია ტოსტი გაიკეთო!-პიცას მისგან შორს ვწევ,ის კი ქვედა ტუჩს აგდებს და საწყალ სახეს იღებს.
-გთხოოვ!
-არა!-თავს ვაქნევ.
-არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრაააამ...-სიტყვას წელავს,-ჩემს სახლში ცხოვრობ!-ეშმაკურად იღიმის,მე კი თვალებს ვატრიალებ და პიცის ყუთს მის პრესზე ვახეთქებ,ის კი ერთ მთლიან ნაჭერს იტენის პირში.
-ღორო!-წარბებს ვკრავ და ფილმის ყურებას განვაგრძობ.-კარგი რა,სადამდე უნდა უყურო ამ ფილმს?-წუწუნს იწყებს ლიამი,როცა ისევ "Me before you"-ს ვრთავ.
-სანამ არ მომბეზრდება!და შენ უნივერსტეტში არ მიდიხარ?
-დღეს შაბათია.
-მართლა?-თვალებგაფართოებული ვეკითხები.
-ჰო!-თვალებს ატრიალებს.
-ჯანდაბა!-სავარძლიდან სწრაფად ვხტები და ჩემს ოთახში ავრბივარ.რამდენიმე დღის წინ ბილეთები ავიღე რომ შაბათს ფიტნეს კლუბში წავსულიყავი,ახლა კი ეს სულ გადამავიწყა.კარადიდან უბრალოდ ლურჯ ჯინსებს და ყვითელ სვიტერს ვიღებ,თმებს კი ორად ვიწნავ.
მორჩა,საკმარისია ამდენი დეპრესია!ამ კვირაში უკვე 54 ფილმს ვუყურე!რაც...საშინელებაა!
ვანსებს ვიცვამ და სახლს ვტოვებ,თუმცა ლიამს არაფერს ვეუბნები.ტაქსის ვაჩერებ და ფიტნეს კლუბის მისამართს ვეუბნები.
მალევე მივდივართ,რაც გასაკვირია.როგორც წესი ნიუ იორკის ქუჩები მუდამ სავსეა,რაც საცობებს იწვევს,დღეს კი ეს არ მომხდარა.ტაქსისტს ფულს ვუხდი და ჩემს წინ არსებულ შენობაში შევდივარ.მას შემდეგ რაც გასახდელში ჩემი ნივთები დავაწყე და სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი,დარბაზში გავდივარ,სადაც ტრენაჟორები დგას.
-მის ედვარს?დაიგვიანეთ!თავისუფალი ტრენაჟორი დაიკავეთ და შემოგვიერთდით!-მკაცრად მეუბნება ტრენერი და მეც მის დავალებას ვასრულებ.ოთახის ბოლოში არსებულ სარბენ ბილიკთან მივდივარ და ჩართვას ვცდილობ,თუმცა არაფერი გამომდის,რაც ტრენერს კიდევ უფრო აღიზიანებს.
-ხომ არ დაგეხმაროთ?-ჩემს ყურთან ახლოს ვიღაცის ხავერდოვანი ხმა ჩამესმის და შიშიგამ ვხტები.მაშინვე უკან ვბრუნდები.
-ბოდიში,თქვენი შეშინება არ მიფიქრია!-ჩემს წინ მაღალი,თაფლისფერთვალება,
საკმაოდ დაკუნთული და სიმპათიური ბიჭი დგას(Dylan O'Brien).
-არაუშავს.-ოდნავ ვუღიმი,-და ჰო,თუ შეგიძლიათ.-გვერსით ვიწევი.-ვერ ჩავრთე,მგონი გაფუჭდა.სარბენ ბილიკთან ახლოს მიდის და სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს,თუმცა ის მუშაობას იწყებს,რაზეც სიხარულისგან ვკივი.
-გმადლობთ!-
-არაფრის,მის...
-დანიელა და შენ?
-დილანი.
-სასიამოვნოა,დილან!-ხელა ვუწვდი და ვუღიმი.ისიც მსგავსად მპასუხობს,შემდეგ კი მტოვებს,მე კი ჩემს ადგილს ვიკავებ და ვარჯიშს ვიწყებ.ეს ერთი შეხედვით უბრალო თავი ცვლის ყველაფერს 😁😁❤ ამიტო აუცილებლად დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და დაავოუთეთ ❤😇 წინასწარ მადლობა ❤
ŞİMDİ OKUDUĞUN
Danielle || H.S (დასრულებულია)
Hayran Kurguახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...