თავი 23

976 93 9
                                    

დამღლელი ვარჯიშის შემდეგ სახლში წასვლა გადავწყვიტე,თუმცა გზად თარგეთში შევიარე.ჩემი გარდერობის განახლება მინდოდა,თანაც შოპინგი დეპრესიიდან გამოსვლის კარგი საშუალებაა.
ტაქსი თარგეთთან გავაჩერე და მაღაზიაში შევედი.მაშინვე თვალში მომხვდა სხვადასხვა ფერის საახალწლო სვიტრები და მათკენ გავიქეცი.ბავშვობიდან მომწონს ასეთი რაღაცეები,თანაც ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია.

ჯანდაბა!ლიამს ალბათ ნაძვისხეც კი არ აქვს...დღესვე უნდა მოვაგვარო ეს და საახალწლო ნივთები ვიყიდო.როგორც კი ტანსაცმელებს ვიყიდი,დეკორაციების ძებნას დავიწყებ.

საახალწლო სვიტრებიდან წითელი ავირჩიე,რომელსაც პატარა საყვარელი ირემი ეხატა,ასეთივე ვიყიდე ლიამისთვისაც.

ბევრი ვიარე,თუმცა ამ ორი სვიტრის გარდა ვერაფერი შევარჩიე,ამიტომ მეორე სართულზე ავედი და საახალწლო დეკორაციების არჩევა დავიწყე.
საბოლოოდ კი 120 დოლარი დავხარჯე და  5 პარკი ნაძვისხის სათამაშოები და სხვა დეკორაციები ვიყიდე.თუმცა ჯანდაბა...რად მინდა ნაძვის ხის სათამაშო თუ ნაძვის ხე არ მაქვს?
ტელეფონი ამოვიღე და ლიამს დავურეკე,რათა გამეგო გვქონდა თუ არა ნაძვისხე,ხოლო როცა მითხრა რომ არა,მაშინვე აქ მოსვპა ვაიძულე,მანამ კი ნავაჭრი კალათაში ჩავაწყე და სექციებს შორის სიარული დავიწყე.

-დანიელა?-ჩემთვის კარგად ნაცნობი ხმა მესმის ზურგს უკან.ვცდილობ თავი ისე მოვაჩვენო,თითქოს არ გამიგია და სიარულს განვაგრძობ,თუმცა ფეხები არ მემორჩილება,პულსაცია კი საშინლად გამეზარდა.
-დანიელა!-კიდევ ერთხეკ დაიყვირა ელენამ და ამჯერად უკან მივბრუნდი.ხელში ბავშვის ტანსაცმელები ეკავა,მუცელი კი საკმაოდ გაბერილი ჰქონდა.ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.მინდოდა მომეშორებინა,თუმცა ადგილზე გავშეშდი.
-აქ რას აკეთებ?
-როგორც ხედავ,საახალწლო ნივთება ვყიდულობ.-აგდებით ვუპასუხე.-მარტო ხარ?
-არა,ჰარი ჩემთან ერთადაა,კალათის მოსატანად წავიდა.-ხმა მაშინვე დაუსერიოზულდა.
-კარგი,გილოცავთ.ახლა უნდა წავიდე.
-არა,გთხოვ...ძალიან მომენატრე...იქნებ...იქნებ მე და ჰარის დღეს საღამოს ვახშამზე გვეწვიო?-პასუხის გაცემა გავაჭიანურე.როგორ ბედავს?ნუთუ საერთოდ არ აქვს სირცხვილის გრძნობა?
-დანი!-უკან ვიხედები და ჩემსკენ მორბენალ ლიამს ვხედავ.ჩემთან ახლოს მოდის და თვალებით ჩემთან კონტაქტს ამყარებს,ცდილობს გაიგოს კარგად ვარ თუ არა,მე კი უბრალოდ თავს ვუქნევ.ჩემს გვერდით დგება.
-გამარჯობა.-ელანს უხეშად ესალმება.
-შენ ალბათ დანიელას შეყვარებული ხარ არა?-ღიმილით ეკითხება ელენა.ღმერთო,როგორ მინდა ახლა მუშტი ვუთავაზო...
-კი.-ლიამს პასუხის გაცემას არ ვაცდი ისე ვპასუხობ,ის კი დაბნეული მიყურებს.-ახლა კი ბოდიში,უნდა წავიდეთ.
-ჩემს ნათქვამზე დაფიქრდი,გთხოვ.-ოდნავ მიღიმის,მე კი ლიამს ხელს ვკიდებ და აქედან შორს მიმყავს.

~ჰარის თვალთახედვა~
ელენამ კალათის მოსატანად გამგზავნა,რადგან ბავშვის ნივთების საყიდლად გამოვედით,მისი აღება კი დაგვავიწყდა.როგორ იქნა ვიშოვე ეს წყეული კალათი და უკან დავბრუბდი.

დავინახე ელენა როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას,თუმცა სამამ მე მივიდოდი ის გოგო და ბიჭი უკვე წავიდნენ.

-ვინ იყო?-მაშინვე ვკითხე როცა მასთან მივედი და ბავშვის ტანსაცმელები გამოვართვი.
-დანიელა და მისი შეყვარებული.-ოდნავ იღიმის.ნუთუ მართლა ვერაფერს ხვდება?ვერ ხვდება როგორ გააფუჭა საქმე მისი გამოჩენით და ამ ბავშვით?და მოიცა...მან თქვა დანიელა და მისი შეყვარებული?რა ჯანდაბაა?
-იმ ბიჭს რა ერქვა?
-არ ვიცი,მალევე წავიდნენ.დღეს ჩენთან დავპატიჟე ვახშმად,იმედია მოვლენ.
-შენ რა სულ გააფრინე?-ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ და ყვირილს ვიწყებ.-ნუთუ ვერაფერს ხვდები?შენი და ამ წყეული ბავშვის გამოჩენამდე მე და დანი ძალიან კარგად ვიყავით!არავითარი ბავშვი და მოვალეობები!მე ის მიყვარდა!შენმა გამოჩენამ კი!ჯანდაბა!-ფეხს ჩემს გვერდით არსებულ სათავსოს ვურტყამ და ყველაფერს ძირს ვყრი.

შეუძლებელია იმის აღწერა რასაც ახლა ვგრძნობ.მინდა ყველა სათითაოდ ვცემო,ყველაფერა გავაკეთებ ოღონდ დანის სურნელი კიდევ ერთხელ ვიგრძნო...ჯანდაბა...

-მგონი ჯობს წავიდე.-ჩუმად ამბობს ელენა და შუა მაღაზიაში მარტო მტოვებს.

~დანიელას თვალთახედვა~
-დარწმუნებული ხარ რომ ლარგად ხარ?-მაშინვე მეკითხება ლიამი,როცა მათ ვშორდებით.
-არა.-ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და მის მკერდს ვეკრობი,ხელებს კი წელზე ვხვევ.
-რაზე უნდა დაფიქრე?
-საღამოს მათთან დაგვპატიჟა.
-და მაგაზე დაფიქრებას მართლა აპირებ?
-არ ვიცი.
-რატომ უთხარი რომ შეყვარებულები ვართ?
-არ ვიცი...
-კარგი,მოდი ჩემთან.-ხელებს შლის და მის მკერდზე მაკრავს.-არ გაბედო და მათ გამო მეორედ აღარ იტირო.-თვალებიდან ცრემლებს მწმენდს,რაზეც მეღიმება და ლოყაზე ვკოცნი.

თუ გინდათ შემდეგი თავი მალე დავდო დაწერეთ თქვენი აზრი ელენას საქციელთან დაკავშირებით 😊❤

Danielle || H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now