-კააარგი.-თვალების ტრიალით ვპასუხობ,რაზეც ოდნავ იცინის და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის,რაზეც მეღიმება.
მოიცა,ახლა მან ისევ მაკოცა?იმ ყველაფრის შემდეგ?თანაც არავითარი ძალადობა,როგორც ადრე...ასე უბრალოდ,მის მკლავებში მოქცეულს,ბედნიერსა და მომღიმარს მაკოცა...
-ეს რატომ გააკეთე?-დაბნეული სახით ვეკითხები და ლოგინზე ვჯდები.
-რა გავაკეთე?-ცალ წარბს ზემოთ წევს.
-მაკოცე.-ხელებს ჰაერში ვიქნევ.
-მართლა?-თავს ოდნავ მიახლოვებს.
-ჰოო...-ჩუმად ვპასუხობ.
-მერე?
-მერე?-კითხვაზე კითხვით ვპასუხობ,ის კი თავს იმდენად მიახლოებს,რომ ჩვენ შორის მანძილი 2-3 სანტიმეტრიღაა დარჩენილი.მის სუნთქვას მთელ სახეზე ვგრძნობ და ეს ძალიან სასიამოვნოა.
-მოგეწონა?-ძალიან ჩუმი,ბოხი და ხრიწინიანი ხმით ამბობ და ტუჩებს ყურის ბიბილოზე მაწებებს.
მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის.ვგრძნობ როგორ ეცინება და ერთიანად ვხურდები.
-ჰა...რი...-ვცდილობ ვუთხრა გაჩერდეს,თუმცა არ გამომდის.
-მოგეწონა?-მისი ხმა მკაცრად ჟღერდა.
-რა?-დავიბენი,რა უნდა მომწონებოდა?
-კოცნა...
-აჰ...ჰა..ჰა..რი..-ვცდილობდი გამეჩერებინა,თუმცა ის ჩემს ყელში მოგზაურობას არ წყვეტდა და ყველგან ცხელ,ვნებით აღსავსე კოცნებს მიტოვებდა.
-დანიელა,მე კითხვა დაგისვი!-ძალიან ბოხი და მკაცრი ხმით მითხრა,შემდეგ კი თავი აწია და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.გავშეშდი.გავიყინე...ის ისეთი ლამაზი იყო...
-ჰო...არა...არ ვიცი...არა...-ჩემს პასუხზე გაეცინა.
-გაბნევ...
-ჰო...-თავი დავხარე.
-ეს კარგია.-ცერა თითით თავი ზემოთ ამაწევინა.თვალებში მიყურებდა,შემდეგ კი მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.
-შეიძლება გაკოცო?-ის რა,ჩემგან ნებართვას იღებს?არ არსებობს!
-კი...-პასუხი იქამდე გავეცი სანამ გავიაზრებდი.მანაც არ დააყოვნა და ჩვენი ბაგეები შეაერთა.ნელა და ვნებიანად მკოცნიდა.ეს საუკეთესო კოცნა იყო მათ შორის რაც კი გვქონია..დღეს უკვე მესამედ მკოცნის...
აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ მე და ჰარიზე,ისე როგორც წყვილზე...ახლა კი ვაანალიზებ რომ მინდა მასთან ერთად ურთოერთობაში ვიყო,თუმცა,სამწუხაროდ,ჰარიმ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის.
მე და ჰარი.
ჰარი და მე.
ჩვენ.
أنت تقرأ
Danielle || H.S (დასრულებულია)
أدب الهواةახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...