თავი 26 (2)

910 89 3
                                    

-შენ რა სულ გადაირიე?სულ დაგავიწყდა რა გაგიკეთა?-ყვირილოთ გავყავარ ლიამს ოთახიდან და მე მის შეჩერებას არ ვცდილობ,რადგან ვიცი მართალია.-ეს როგორ გააკეთე?-ამჯერქდ უფრო წყნარად მკითხა და ხელიც გამიშვა.
-მე...არ ვიცი ლიამ...
 
ჩემგან ზურგით ბრუნდება და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს,თან ხელებს კედელს ურტყამს.
-ბედნიერებას გისურვებ!-უხეშად მეუბნება და მხარს მკრავს,შემდეგ  კი მარტო მტოვებს.
-ლიამ!-უკან მივდევ თუმცა არ ჩერდება.
-დანიელა?-ჰარიც უკან მოგვდევს.
-გთხოვ,არ გამომყვე.-ჰარის ვაჩერებ და ლაიმს მივზდევ.ჰარი რაღაცის თქმას ცდილობს,თუმცა ჩერდება და სახლში გაბრაზებული ბრუნდება.

***1 წლის შემდეგ***
ამ დროის მოკლე მიმოხილვა:
ლიამი დანიელას ვერ აპატიებს ასეთ უგუნურობას და მასთან კონტაქტი მინიმუმამდე დაჰყავს.ელენას ბავშვის მამა ჯეიკობი აღმოჩნდება და იქორწინებენ,შემდეგ კი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადიან.დანიელა და ჰარი მიუხედავად მუდმივი კამათისა საცხოვრებლად ერთად გადადიან როგორც ცოლ-ქმარი.რაც შეეხება ზეინს,მას დღემდე არ გაუგია რომ დანიელა სინამდვილეში მისი და-ტესა გრეია.

***
დილით საკმაოდ გვიან მეღვიძება.ლოგინში ხელებით ჰარის ძებნას ვიწყებ თუმცა ის აქ არაა.მაშინვე თავს ვწევ და ახლაღა მახსენდება რომ გუშინ ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა,შემდეგ კი აღარ დაბრუნებულა.
შხაპს ვიღებ და სპორტულებს ვიცვამ,თმებს კი კოსად ვიკრავ.მისაღებში გავდივარ და ჩემი ტელეფონის ძებნას ვიწყებ.ვცდილობ ჰარის დავუკავშირდე,თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს,როგორც ყოველი კამათის შემდეგ.
თვალებს ვხუჭავ დ ავცდილობ ყველა ის ტკბილი მოგონება გავიხსენო,რომელიც ჰარისთან ერთად დავაგროვე.გონებაში მაშინვე მიტივტივდება ის დღე,როცა მე და ჰარიმ ჩვენივე ბიუჯეტით პატარა აპარტამენტი,ჩემი ოცნების ბინა ვიყიდეთ და აქ გადმოვედით.ის მდიდრული და უზარმაზარი სახლი,რომელი სავსე იყო ნეგატიური მოგონებებით კი წარსულში დავტოვეთ.
კარის გაღების ხმა მესმის და მაშინვე თვალებს ვახელ.თმაგაწეწილი,თვალებჩაწითლებული და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ჰარი სახლში შემოდის.გასაღებს იქვე  აგდებს,ფეხსაცმელებს კი სადღაც ისვრის და ჩემსკენ მოდის.მაშინვე ხელებს წელზე მხვევს და ცდილობს მაკოცოს,თუმცა თავს უკან ვწევ.
-ჰარი,კიდევ დალიე?-რაც შემიძლია მკაცრად ვეუბნები,ის კი თვალებს ატრიალებს და ჩემთვის საკოცნელად იწევა.
-არა.არც კი გაბედო კოცნა.წადი შხაპი მი...-სიტყვის დასრულებას ვერ ვასწრებ რომ სავარძელზე მაწვენს და ზემოდან მაწვება,შემდეგ კი უხეშად კოცნას მიწყებს,რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო.ამას ემატება მისი სპეციფიური სუნი,რომელიც ნამდვილად არ არის მიმზიდველი.ჩემს სახეს რაც შემიძლია უკან ვწევ და ჰარის ვიშორებ.
-რას აკეთებ?-გაოცებული ვეუბნები.
-იმას რასაც ცოლ-ქმარი აკეთებს,ახლა კი ჩემთან მოდი!-მკაცრად მეუბნება,თუმცა მე ადგილიდან არ ვიძვრი.
ის დღე მახსენდება როცა აღმოვაჩინე რომ ჰარი ნარკოტიკებს იღებდა.ჯანდაბა...
-ჰარი...შენ...შენ ისევ ნარკოტიკებს იღებ?-ხელს პირზე ვიფარებ და ვცდილობ ცრემლები შევაჩერო.
ჰარის თვალებში ეშმაკები იწყებენ სირბილს.ძარღვები ეჭიმება და მთელი სახე უწითლდება,შმედეგ კი ყვირის,რაზეც შიშიგან ვხტები,თუმცა ეს მას არ აკმაყოფილებს,ყველა საგნის ლეწვას იწყებს,რაც ხელში მოხვდება.როცა ამას ამთავრებს სააბაზანოსკენ გარბის და კარებს მაგრად კეტავს მე კი უკან მივდევ.
-ჰარი გააღე ეს წყეული კარი!
-წადი აქედან,დანიელა!
-კარი გააღე!
-ღვთის გულისთვის,მოშორდი აქაურობას!
-ჰარი...-რამდენიმე წამი ვდუმდები,შემედეგ კი ისევ ყვირილს განვაგრძობ,-თუ ახლავე არ გამოხვალ და არაფერს ამიხსნი,გეფიცები...-ისევ ვდუმდები.-გეფიცები წავალ და აღარასდროს დავბრუნდები!ყელში ამოვიდა ამდენი კამათო,ნარკოტიკები,სასმელი,ღალატი!საკმარისია!

ჩემდა სამწუხაროდ და გასაკვირად არაფერა ამბობს.თვალებიდან ცრემლები მცვივა.რამდენიმე წუთი ველოდები რომ კარებს გაათებს,თუმცა არაფერს აკეთებ,ამიტომ ჩემს ნივთებს სწრაფად ვტენი ერთ ზურგჩანთაში და სახლს ვტოვებ.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ❤

Danielle || H.S (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ