-დანი!დანი გაიღვიძე!-ნაზი და ხრიწინიანი ხმა ჩამესმის და მეც მაშინვე ვახელ თვალს.თმა აჩეჩილი,ლოყებაწითლებული და ტუჩებდაბერილი ჰარის დანახვისას მეღიმება და ტუჩებზე მოწყვეტით ვკოცნი.
-რა ხდება?-ახალგაღვიძებული ხმით ვპასუხობ.
-შენთვის სიურპრიზი მაქ.-ოდნავ მიღიმის და ლოგინიდან დგება.
-გაემზადე და ქვემოთ ჩამოდი!-ყვირის როცა ოთახიდან გადის,მე კი სიცილით ვდგები და სააბაზანოსკენ მივდივარ.მოულოდნელად მთელ სხეულში საშინელი ტკივილი მივლის,სუნთქვა მიჩერდება და მუხლებში ვიკეცები.ტკივილისგან მინდა ბოლო ხმაზე ვიკივლო თუმცა არ შემიძლია,თანაც ჰარის ხასიათს გავუფუჭებ.ლოყას შიგნიდნა ვკბენ რომ თავი შევიკავო და არ ვიკივლო.თვალები ცრემლებით მევსება, ტირილს ვიწყებ, ძლივს-ძლივობით ვდგები და ტირილით შევდივარ სააბაზანოში.თბილი წყალი როგორც კი მხვედა კიდევ ერთხელ მივლის საშინელი ტკივილი თუმცა ახლა არ ვიტირებ!არ შემიძლია ახლა ჩემს გრძნობებს ავყვე რადგან ვიცი,თუ ამას გავაკეთებ გავტყდები.
საშხაპიდან გამოვდივარ და ჩემს თავს სარკეში ვაკვირდები.თმები ზედმეტად დათხელებული,სხეული ფორმა დაკარგული,კანი გაფითრებული,თვალები ფერდაკარგული და სველი...ნუთუ შეიძლება ასეთი ადამიანი ვინმეს უყვარდეს?ნუთუ შეიძლება ჰარის მე ვუყვარდე...?
ცრემლებს ვიწმენდ და მცირეოდენ მაკიაჟს ვიკეთებ,თმებს ვისწორებ და ვიშლი,შავ,მთიალ და მკერდამოღებულ კაბას,შავ მაღალქუსლიანებთან ერთად ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ.ჰარი ჩემი დანახვისას შეშდება,რაზეც ოდნავ მეღიმება.
-შენ...შენ ულამაზესი ხარ.-ოდნავ მიღიმის.
-მადლობა.შენც ძალიან გიხდება სმოკინგი.-ვუღიმი და მასთან მივდივარ.
-მადლობა.წავიდეთ?-ხელკავს მიკეთებს და სახლს ვტოვებთ.მანქანასთან მისვლისას კარს მიღებს და რევერანსს აკეთებს,რაზეც მეცინება,თავს ვუკრავ და მანქანაში ვჯდები.
-აბა,სად მივდივართ არ მეტყვი?-თვალებს ვჭუტავ.
-არა!სიურპრიზია!-წარბებს ეშმაკურად ათამაშებს,რაზეც მეცინება.
KAMU SEDANG MEMBACA
Danielle || H.S (დასრულებულია)
Fiksi Penggemarახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...