თავი 11

1.3K 98 7
                                    

-კარგი,აბა რას ფიქრობ?-გაბრწყინებული თვალებით ვეკითხები ლიამს და ჩემს ტატუზე მივუთითებ.
-მგონი ძალიან ბევრი დავლიეთ...-სახეზე ხელებს იფარებს და იცინის.მეც ვყვები.
-კარგი რა,მაგაზე ხვალ ვიდარდოთ.აბა,შენ აირჩიე რომელი ტატუ გინდა?
-მგონი ეს...-საჩვენებელ თითს ვარსკვლავის ფორმის ტატუზე ადებს.
-კარგი რა...-ქვედა ტუჩს ვაგდებ.-მე ავარჩევ!
ლიამი დანებების ნიშნად ხელებს ჰაერში იქნევს და იცინის.
ტატუს ჟურნალს მუხლებზე ვიდებ და არჩევას ვიწყებ.რაიმე პატარა,თუმცა ორიგინალური უნდა იყოს.
-ეს?-მთვარეზე ვანიშნებ.
-აჰ...არა.-სახეს ჭმუხნის.
-აი ეს!-ვყვირი და სასურველ ტატუს ხელს ვაფარებ რომ არ დაინახოს.
-მანახე!
-სიურპრიზია,ახლა კი შებრუნდი!-ეშმაკურად ვუცინი.
-კარგი.-მობეზრებით მპასუხობს.
-აი ეს ტატუ გვინდა!-მარკს იმ ნიშანზე მოვუთითებ,რომელიც ლიამს უნდა დაახატოს,ის კი ფართოდ მიღიმის შემდეგ კი ხატვას იწყებს.
-აუჩ!-ყვირის ლიამი,როგორც კი მარკი "ფანქარს" ადებს.მეც დებილივით ვიცინი.
ჩემს ტატუს კიდევ ერთხელ დავხედე და გავიღიმე.ძალიან ლამაზია...

ნეტავ ჰარის მოეწონება?ღმერთო რა სისულელეა!რაზე ფიქრობ დანიელა?!რა მნიშვნელობა აქვს რას იფიქრებს ჰარი,ის ხომ შენთვია არავინაა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ნეტავ ჰარის მოეწონება?ღმერთო რა სისულელეა!რაზე ფიქრობ დანიელა?!რა მნიშვნელობა აქვს რას იფიქრებს ჰარი,ის ხომ შენთვია არავინაა...

თუმცა ვის ვატყუებ...მეც კარგად ვიცი რომ მისდამი რაღაცას ვგრძნობ.როგორ მინდა ეს ასე არ იყოს.

-დანი!-ფიქრებს ლიამის ხმა მიფანტავს.ახლაღა შევამჩნიე რომ თვალები აცრემლიანებული მაქვს.ჯანდაბა ჰარი,აქამდე არავის გამო მიტირია,შენ კი მოახერხე და უკვე მეორედ ვტირი შენს გამო!
-ჰო...-სუსტი ხმით ვპასუხობ.
-კარგად ხარ?
-კი,-თავს ვუქნევ და შეძლებისდაგვარად ვიღიმი.

Danielle || H.S (დასრულებულია)Where stories live. Discover now