მიწიდან შუშის დიდ ნატეხს ვიღებ და ჩემს მაჯასთან მიმაქვს.მინდა ყველაფერი დავასრულო,ბოლო მოვუღო.მინდა არსებობა შევწყვიტო.ცხოვრებამ ყველაფერი მარგუნა,რაც საშინელი იყო.
სულ პატარა ვიყავი დედაჩემმა რომ თავშესაფრის კარებთან კალათით დამტოვა.შემდეგ მიშვილეს.ბედნიერად ვიზრდებოდი სამი წელი,თუმცა ჩემი აღმზრდელი გარდაიცვალა.ისევ იქ დავბრუნდი.საშინლად ვიტანჯებოდი,ყოველ დღე,ყოველ წამს.გაქცევა ვცადე,თუმცა უკან დამაბრუნეს.შემდეგ ახალი ბიჭი მოიყვანეს,ალექსი.ძალიან დავახლოვდით.ის პირველი ადამიანი იყო ვისაც ვაკოცე.შემიყვარდა,ისე როგორც არავინ არასდროს მყვარებია,თუმცა მანაც მიმატოვა.და აი,ერთ დღეს ჰარიც გავიცანი.დამაფინანსეს და იმ საშინელ თავშესაფარს თავი დავაღწიე.აქ გადმოვედი საცხოვრებლად.გავიცანი ლიამი და პირველად გავიჩინე საუკეთესო მეგობარი.ნამდვილი,მეგობარი.
ჰარისთან ურთიერთობა დავალაგე და აი ისიც!ერთ დღეს ელენა მოდის და მიცხადებს,რომ ჰარისგან ორსულადაა,იმ ადამიანისგან,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.შემდეგ კი ჩემს ერთადერთ მეგობარს ვკოცნი!მინდა რომ ამ ნატეხით ბოლო მოვუღო ჩემს საცოდავ არსებობას,თუმცა არ შემიძლია.იმედი რომ მე და ჰარი ურთიერთობას დავალაგებთ ისევ არსებობს ჩემში.ნატეხს ძირს ვაგდებ და მთელ ემოციებს ვუშვებ.ვტირი,ხმამაღლა და მოურიდებლად.
-დანიელა,გააღე ეს წყეული კარი!-ყვირის ჰარი და კარს ფეხს ურტყამს.
შიშისგან ვხტები,თუმცა კარის გასაღებად არ მივდივარ.ხელებს მუხლებს ვხვევ და თავს ვრგავ.
-გააღე,თორემ შემოვამტვრევ!ისევ ვაიგნორებ.კარზე რამდენჯერმე ძლიერად დარტყმის ხმა ისმის და ოთახში ჰარი და ლიამი შემორბიან.რომელიღაც მათგანი მიახლოვდება და მეხვევა.თავს არ ვწევ.ისევ ტირილს განვაგრძობ.
თბილი ხელები,მენთოლის სუნი და კულულები.ესაა რასაც პირველად ვგრძნობ.ჰარია...როგორ მიყვარს ეს გრძნობა...
როცა ასე მეხვევა,თუმცა ახლა მძულს...მინდა ყველაფერი ვუთხრა რასაც ვგრძნობ,ხელები გიჟივით ვურტყა და სახლიდან გავაგდო,თუმცა არ შემიძლია....
-შშშშშ...ყველაფერი კარგად იქნება,სახლში წავალთ და...-სიტყვა უწყდება.
-და რა...შენ და ელენა თქვენს ბავშვს ბედნიერად აღზრდით,მე კი შორიდან უნდა გიყუროთ და შენი საყვარლის როლი უნდა ვითამაშო?საინტერესოა ბავშვს როგორ გააცნობთ ჩემს თავს...-მწარედ ვიცინი,თუმცა თავს ისევ არ ვწევ.
-არა...
-ჰარი,აქ რას აკეთებ?რატომ მექცევი ასე?რატომ მკოცნი და მეხვევი?რატომ გძინავს ჩემთან ერთად?ასე რატომ მექცევი,რა დაგიშავე?-ტირილს ვყვეტ და თავს ვწევ.ჩაწითლებულ თვალებში ვუყურებ,რომელიც შიშითა და ტკივილითაა სავსე...
-იმიტომ რომ....-დუმდება და თავს დაბლა ხრის,სიტყვა უწყდება.
-წადი!-მკაცრად ვეუბნები და ვდგები.
-არა!-ისიც დგება,პირდაპირ ჩემ წინ.
-რას ნიშნავს არა?
-არ წავალ!შენს გარეშე არა!-მწარედ ვიცინი და გვერდს ვუვლი,თუმცა მაჯაში ხელს მჭიდებს და მაჩერებს.
-ჰარი,ხელი გაუშვი თორემ....-კბილებში ცრავს ლიამი.ამდენი ხნის მანძილზე პირველად იღებს ხმას.
-მოკეტე!-უყვირის ჰარი და ჩემსკენ ბრუნდება.-წამოხვალ!
-არ წამოვალ,ხელი გამიშვი!-ხელს ვიქნევ და მისგან გათავისუფლებას ვცდილობ,თუმცა უფრო ძლიერად მიჭერს.ლიამი ჩვენსკენ მოდის და მუშტს პირდაპირ სახეში ურტყამს,რაზეც ვკივი,ჰარი კი ხელს მიშვებს.
-არა,ლიამ,გთხოვ!-ვკივი და ვცდილობ შევაჩერო,რომ ისევ არ დაარტყას.
-შე სირო!-ყვირის ჰარი და ლიამს ურტყამს.ტუჩიდან სისხლდენა ეწყება,რაზეც კიდევ უფრო ვკივი და მათ შორის ვდგები.ჰარი ცდილობს რომ გამწიოს და ისევ დაარტყას,თუმცა ამის საშუალებას არ ვაძლევ.თვალი უკვე ჩალურჯებული აქვს...
-წამოვალ!-ვყვირი და ხელებს დანებების ნიშნად ვწევ.ჰარიც ნებდება და უკან იხევს.
-დანი,არ არის საჭირო...-ლიამი მხარზე ნაზად მეხება.
-არა,საჭიროა...კარგად ვიქნები...გპირდები...-ვეხვევი და სახლს ჰარისთან ერთად ვტოვებ.
YOU ARE READING
Danielle || H.S (დასრულებულია)
Fanfictionახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...