თავი 30

1K 94 10
                                    

~ჰარის თვალთახედვა~

უკვე რამდენინე თვე გავიდა რაც დანიელამ მიმატოვა.ყოველი დღე,საათი,წამი თუ წუთი,რომელიც მის გარეშე გავატარე ნამდვილი კოშმარი იყო.ვცდილობდი ის გამეშვა.მისთვის ბედნიერების საშუალება მიმეცა,რადგან ჩემთან იგი მხოლოდ ტანჯვასა დ ატკივილს ისწავლიდა,თუმცა ვერ შევძელი.იმდენად ეგოისტი აღმოვჩნდი რომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე,სწორედ ამიტომ მას ლიამთან მივაკითხე,ახლა კი გაშეშებული ვდგავარ და მის სიტყვებს ვუსმენ.
-შენ უთხარი არა?-ლიამს ზიზღით აღსავსე მზერას ესვრის.-ხომ გითხარი რომ არ მინდოდა ვინმეს ამის შესახებ რამე გაეგო.გითხარი რომ არ მჭირდებოდა ჩემს გამო მგლოვიარე ხალხი და ამდენი დრამა!არ მჭირდება ყველამ გაიგოს იმის შესახებ რომ ვკვდები და ჩემი ბავშვი მშობლების გარეშე გაიზრდება.არ მინდა გესმის!არა!-ადგილზე ვიყინები.

წარმოიდგინეთ როგორია როცა ამდენი ხნის მონატრებულ სიყვარბეულთან მიდიხართ,შემდეგ კი ერთდროულად იგებთ რომ იგი კვდება,შენთვის უცნობი მიზეზოთ და ამავდროულად გყავთ ბავშვი,რომლის შესახებაც თქვენ არაფერს გეუბნებათ.ზიზღითა და ბრაზით ვივსები.სურვილი მიჩნდება რომ აქაურობა დავლეწო,თუმცა თავს როგორღაც ვაკონტროლებ.

-შენ...შენ ორსულად ხარ?-გატეხილი ხმით ვამბობ და თვალებიდან ცრემლები მცვივა.მაშინვე სამივე მათგანი ჩემსკენ ბრუნდება და გაშეშებული მიყურებენ.
-ჰარი?-ჩურჩულებს დანიელა.ღმერთო როგორ მომენატრა ეს ხმა...თუმცა არა!ახლა ამის დრო არ არის!

ის ჩემსკენ მოდის და მკერდზე ძლიერად მეკრობა.რამდენიმე წამით ვშეშდები და მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ,თუმცა გონზე მალევე მოვდივარ და უხეშად ვიშორებ.
-რას ნიშნავს კვდები და ბავშვს მშობლების გარეშე ვერ დატოვებ?-მკაცრად,თუმცა გატეხილი ხმით ვეკითხები.
-მე...მე...იცი ჰარი...-ერთიანად იბნევა და კანკალი იტანს.
-მას ჯირკვლოვანი სიმსივნე აქვს...-ლიამის გატეხილი ხმა ისმის სა ოთახს უკანმოუხედავად ტოვებს.კანკალი მიტანს.ჯანადაბა,არ უნდა მიმეტოვებინა!ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია!იდიოტი ხარ ჰარი სტაილს!
-მე...მე არ ვიცი...შენ...-ვცდილობ სიტყვებს თავი მოვუყარო,თუმცა არაფერი გამომდის.ღრმად ვისუნთქვა და იმ ერთადერთ სიტყვას ვამბობ რომლის თქმასაც ამდენი ხანია ვცდილობ.
-მიყვარხარ...

Danielle || H.S (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora