-რამდენი ხანია ასე გრძელდება?-აცრემლიანებული თვალებით ვეკითხები და მზერას ვარიდებ.
პასუხს არ მცემს,ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ,-ჰარი,რამდენი ხანია რაც ნარკოტიკს მოიხმარ?დუმილი.ისევ.ცრემლებს ვიწმენდ და თავს მაღლა ვწევ,ვცდილობ ჰარის შევხედო,თუმცა ისიც მზერას მარიდებს.თავს ჩემსკენ ვაბრუნებინებ,ის კი თვალებს ხუჭავს.ვგრძნობ როგორ მისველდება ლოყები,თუმცა თავს ვიკავებ.
-რამდენი ხანია ჰარი?მიპასუხე...-ჩურჩულით ვეუბნები.თვალებს ახელს და მიყურებს.ჯანდაბა,მისი თვალები სულ წყლიანია.ის...ტირის...
-რამდენიმე წელია...-იმდენად ჩუმად ამბობს,რომ ძლივს ვიგებ.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-რა უნდა მეთქვა?-ყვირილით ხტება ლოგინიდან.მისი ასეთი ვცლილება ძალიან მაფრთხობს.ერთ ადგილზე მივიყინე.-რომ ნარკომანი ვარ?რომ თავს ვერ ვანებებ ამ რაღაც სირობას და მთელ ცხოვრებას ვინადგურებ?მითხარი დანიელა,რა უნდა მეთქვა?გული საშინლად ამეწვა.ვერაფერი ვუპასუხე.უხეში,ცინიზმით სავსე,მოღალატე ჰარი ჩემს გონებაში მთლიანად დაიმსხვრა და მისი ადგილი შეშინებულმა და უსუსურმა ჰარიმ ჩაანაცვლა.მწარედ ავქვითინდი.სახე ხელებში ჩავრგე.
მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და მალევე კარის ბრახუნიც მოყვა.ის წავიდა.ჯანდაბა,არ უნდა გამეშვა!იქნევ ისევ მიიღოს?ოთახიდან გაუზრებლად ვხტები და ჰარის მივსდევ.კიბებზე ჩავდივარ,როცა კარში მდგომ ჰარის ვხედავ,რომელიც წასვლას აპირებს.
-ჰარი!-ვყვირი და კიბეებზე სწრაფად ჩავრბივარ.-დამელოდე!-თუმცა არა,ის სვლას არ წყვეტს.
როგორც იქნა ჩავაღწიე და მასთან მივედი.
-არ წახვიდე!-ხელი მხარზე მოვკიდე იმის ნიშნად რომ არ გავუშვებდი.
-გამიშვი!-დამიყვირა,თუმცა უფრო ძლიერად მოვუჭირე.
-ჯანდაბა დანიელა!ხელი გამიშვი,-და ამ დროს ისე ძლიერად მოიქნია,რომ წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და კედელს მივეჯახე.
-აჰ!-წამოვიყვირე ტკივილისგან.
BINABASA MO ANG
Danielle || H.S (დასრულებულია)
Fanfictionახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...