თავი 21

935 96 7
                                    

მე და ჰარი მანქანაში ვსხდებით,ჰარი კი მაშინვე ადგილიდან წყვეტს მას.ხმას არცერთი ვიღებთ.ჩემში მისდამი სიძულვილი თანდათან პიკს აღწევს.ვერ ვხვდები როგორ შეუძლია იყოს ასეთი საშინელი,უგულო.ნუთუ სულ არ აინტერესებს მე რას განვიცდი?
-თქვი რამე...-მკაცრად ამბობს და ჩემსკენ იხედება.წარბები შეკრული აქვს.არაფერს ვპასუხობ,გზისკენ ყურებას განვაგრძობ.
-დანიელა!-უფრო ხმამაღლა ამბობს.ამჯერად ემოციებს ვეღა ვთოკავ და ყვირილს ვიწყებ.
-რა უნდა გითხრა ჰარი?ის რომ ცხოვრება გამინდაგურე?არ შეგიძლია ჩემს ცხოვრებაში ასე უეცრად გამოჩნდე,მეც და ელენასაც თავი ერთდროულად შეგვაყვარო,ის დააორსულო და მე საყვარლად გამომიყენო!არ შეგიძლია შენ მარიონეტად მაქციო,რომელსაც როგორც გინდა ისე მოექცევი!
-და შენ გგონია მე მინდა ეს ყველაფერი?მინდა ის ბავშვი რომელსაც ელენა გამიჩენს?ჯანდაბა,დანიელა!ნუთუ საკმარისად არ მიცნობ იმისთვის რომ მიხვდე,მე არ ვარ იმ ტიპის მამაკაცი,რომელიც მამობაზე ოცნებობს,ან საერთოდ ვინმესთან ერთად ოჯახის შექმნა უნდა!-ისიც მიყვირის და თან მანქანას მოულოდნელად აჩერებს,რის გამოც ოდნავ წინ ვვარდები.ხელს საჭეს ძლიერად ურტყამს,შემდეგ კი მანქანიდან გადადის და გინებას იწყებს.

არაფერს ვაკეთებ.წყნარად ვზივარ და ველოდები როდის დამშვიდდება.როგორც იქნა მანქანაში ბრუნდება.არაფერს ამბობს,არც მანქანას ძრავს,უბრალოდ წყნარად ზის.
-გადადი!
-რა?-გაოგნებული ვუყურებ.
-გადადი!
-ჰარი!
-დანიელა,გადადი ამ წყეული მანქანიდან!-ისევ ყვირის და მეც მაშინვე გადმოვდივარ.

საშინლად გაბრაზებული ვარ.გზას მივუყვები და თან ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო,თუმცა არ გამომდის.

თეთრი სინათლე თვალებს მჭრის და ჩემს წინ შავი,ახალთახალი მანქანა ჩნდება.ფანჯრები იწევა და ზეინს ვხედავ.
-ზეინ?
-დანიელა!აქ რას აკეთებ?
-ამ...
-კარგი,ჩაჯექი.-შეეწინააღმდეგებას არ ვაპირებდი,მაშინვე ჩავჯექი და მადლობა გადავუხადე.
-კარგად ხარ?
-არა...
-შეგიძლია მომიყვე.
-მართლა?-ოდნავ გამეღიმა,მან კი თავი დამიქნია.ყველაფერი ვუამბე,ის კი მთელი ამ დროის მანძილზე ყურადღებით მისმენდა.
-საშინელებაა!
-ჰო!-ოდნავ მეცინება.
-შეიძლება მეც მოგიყვე რაღაც?
-რათქმაუნდა!
-აი,-ჯიბიდან რაღაც ფოტოს იღებს და მე მიწვდის.ფოტო ძალიან მეცნობა,თუმცა ვერ ვიხსენებ საიდან.
-ეს ვინ არის?
-ჩემი და.
-შენ რა,და გყავს?
-ჰო...-უხერხულად იცინის.-მეც ცოტახანია გავიგე.დედამ გააშვილა,რათა მამას ღალატი დაემალა,რის გამოც იმ პატარა გოგონამ აგო პასუხი.შარშან დედას ფაილებში რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით ტესას გაშვილების საბუთს წავაწყდი და...
-ტესა?-გაოგნებული ვეკითხები.იმედი მაქვს ახლა რასაც ვფიქრობ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილია და მეტი არაფერი...მხოლოდ ილუზია...
-ჰო.კარგად ხარ?
-შეგიძლია შენი დის გვარი მითხრა?
-გრეი.
-ტესა გრეი...-ჩემთვის ჩუმად ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ ვიწყებ კანკალს მთელი სხეულით.

ახლა ვხვდები რატომ მეცნობა ის ფოტო.ეს ის ფოტოა,რომელიც ჩემი გაშვილების დოკუმენტებში ვნახე,ტესა გრეი კი ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია.ჯანდაბა,ოღონდ ეს არა...ამდენი ხანი ჩემი ოჯახის პოვნას ვცდილობდი და ახლა ვიპოვე...

-დანიელა,კარგად ხარ?-ზეინი ხელს მახებს და შიშისგან ვხტები.
-ტესა...-თვალებიდან ცრემლები მცვივდება.
-ტესას იცნობ?-დაბნეული სახით მეკითხება.-ის...კარგადაა?მას რამე შეემთხვა?-მისი ხმაში შიში იგრძნობოდა.
-ტესა...დანიელა...-ჩემთვის ჩუმად ვჩურჩულებდი,ზეინს კი,რომელიც ჩემგან პასუხებს ელოდა უბრალოდ ვაიგნორებდი.

ვიგრძენი როგორ დაატორმუზა მანქანა და ჩემსკენ შემობრუნდა.ჩემი ხელი მისაში მოიქცია,მე კი შეშინებულმა გამოვგლიჯე.
-ტესა გრეი...-ეს სახელი განუწყვეტლივ ტრიალებდა ჩემს გონებაში.
-დანიელა,მართლა ძალიან მაშინებ.

ჩემთვისვე გაუცნობიერებლად ჩემი ძმისკენ...დიახ,ჩემი ძმისკენ ვიხრები და ვეხუტები.
-ზეინ...მე...-ვცდილობ სიმართლე ვუთხრა,თუმცა არ გამომდის.
-ღმერთო...ნუთუ...ნუთუ ის მოკვდა?-მაშინვე ვშორდები.არ ვიცი რა ვუპასუხო.მე ხომ მისი და ვარ...ის კი...ის ის ადამიანია,რომელსაც ამდენი ხანია ველი.ცრემლებს ვიმშრალებ და ფანჯარაში ვიხედები.
-ვწუხვარ...-უემოციოდ ვპასუხობ და მანქანიდან გადმოვდივარ.

ვიცი რო სულ "მივაბანძე" 😑😑 უბრალოდ ესე მარტივად  ვერ მივაგდებ... 😒 თქვენი აზრი აუცილებლად დაწერეთ 😁

Danielle || H.S (დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя