თავი 10

1.3K 108 2
                                    

***წვეულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ***

-დანიელა!-ყვირილით მორბის ლიამი ჩემსკენ და ხელში რაღაც ფურცლებს აფრიალებს.
-რა არის?-ფურცლებს ვგლეჯ.ქიმიის პროექტია რომელიც ერთად მოვამზადეთ.ჯანდაბა,დღეს ხომ სამშაბათია,ნიშნები უნდა გაგვეგო მე კი მისვლა დამავიწყდა.რა სულელი ვარ!ბოლო გვერდზე ვშლი სადაც შენიშვნები და ნიშანი უნდა ეწეროს.-ჯანდაბა!A+?ეს უმაღლესია!-ყვირილს და ხტუნვას ვიწყებ,შემდეგ კი ლიამს ვეხვევი.-საუკეთესო ხარ!
-არა,შენ ხარ საუკეთესო,შენ რომ არა B-საც ვერ მივიღებდი.-ლოყაზე მოწყვეტით მკოცნის და ისევ მეხვევა.

რამდენიმე თვეა რაც მას ვიცნობ და უკვე ისე ახლოს ვართ,თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდე.ის ერთადერთი ადამიანია რომელსაც ყველა ჩემს საიდუმლოს ვუყვები.მართალია ეს ადრე ელენა იყო,თუმცა ჰარის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.
როგორ უნდა ვუთხრა,რომ მისი შეყვარებულის მიმართ გრძნობები მაქვს?ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?ჰარი ხომ უგულო ნაბიჭვარია,ჩემ მიმართ არაფერს გრძნობს,ისევე როგორც ელენას.

მინდა მივვარდე და ის წაბლისფერი კულულა თმები სათოთაოდ დავაპუტო რადგან ასე გვიყენებს,თუმცა არა.ამას არ ვიზამ.ელენა აუცილებლად უნდა მიხვდეს რომ ჰარი გარყვნილი და უდარდელი ნაბიჭვარია რომელსაც სექსის გარდა არაფერი აინტერესებს.

ლიამს ვშორდები და ლექციებზე შევდივარ.მთელი კლასი ივსება სა მის მაკენზი ლექციის კითხვას იწყებს.საშინლად დაღლილი ვარ,ამიტომ კონცენტრაციის მოხდება მიჭირს.მთელ ძალას ვიკრებ და ვცდილობ მისი ნაამბობიდან ერთი სიტყვა მაიმც დავიმახსოვრო.

ლექცია მთავრდება. წიგნებს ვიღებ და კოლეჯს ვტოვებ.ეზოში გავდივარ და ჰარის ძებნას ვიწყებ რომ ვუთხრა დღეს სახლში არ მივალ.და აი ისიც!მანქანაზეა მიყრდნობილი და ვიღაც გოგოს კოცნის.ჯანდაბა ჰარი!იქნებ შეწყვიტო ასე მოქცევა!

მათთან მივდივარ.ჰარი ყურადღებას არ მაქცევს,ისევ კოცნას განაგრძობს.თვალებს ვატრიალებ და ველოდები სანამ გაჩერდება.როგორც იქნა ჩერდებიან და ჰარი ეშმაკურად იღიმია,შემდეგ კი ჩემკენ იხედება და გაოცებულ გამოკეტყველებას იღებს.
-დანიელა?აქ რას აკეთებ?
-იმის სათქმელად მოვედი რომ დღეს სახლში არ მოვალ,და ჰო თუ არ შეწუხდები შეგიძლია ეს სახლში წაიღო?-ჩემი პირადი ნივთებითა და წიგნებით სავსე ერთ ჩანთას ვუწვდი,მეორეს კი ვიტოვებ.
-სად მიდიხარ?-ჩანთას მართმევს და მანქანაში დაბს,შემდეგ კი ისევ მე მიბრუნდება.-და რას ნიშნავს სახლში არ მოხვალ?
-იმას ნიშნავს რომ დღეს სხვასთან ვრჩები.
-სულაც არა!სახლში მიდიხარ!
მის სიტყვებს ვაიგნორებ და ვტოვებ.
-შენთვისვე ჯობს მალმალე მოხვიდე!-ისევ ყვირის,თუმცა ამჯერადაც ვაიგნორებ.

Danielle || H.S (დასრულებულია)حيث تعيش القصص. اكتشف الآن