თავშესაფრისკენ მივდიოდი და ხუთი წუთის წინ მომხდარზე ვფიქრობდი."იმ ნაბიჭვართან მეორედ აღარ დაგინახო".მუდამ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში.
ტელეფონზე ვიბრაცია ფიქრებს მიფანტავს.ისევ ის ვიღაც უცნობია.
ვოხრავ და ტელეფონს ვუთიშავ.
ისევ რეკავს,ისევ ვთიშავ.
კიდევ ერთხელ რეკავს და ამჯერად ვპასუხობ.
-რა ჯანდაბა გინდა?!-იმხელაზე ვყვირი რომ მთელი ქუჩის ყურადღებას ვიქცევ.მორცხვად ვიღიმი და გზას განვაგრძობ.
-დაწყნარდი პატარავ...-სიცილით ამბობს.ეს ბოხი,ცინიზმით სავსე ხმა ძალიან მეცნობა...
-პატარას ნუ მეძახი და საერთოდ ვინ ხარ და რა ჯანდაბა გინდა?
-ოუ,რა მოუთმენელი ხარ პატარავ...!-ისევ ხითხითებს...
ვაღიარებ საყვარელი ხმა და სიცილი აქვს!
-სახელს არ მეტყვი?
-მოთმინება...
-წადი შენი...-ტელეფონი გავთიშე.***
მაღვიძარას საშინელი ბზუილი მაღვიძებს და საბნიდან ხელს ვყოფ,ტუმბოსკენ ვწევ და მაღვიძარას ვთიშავ.
-ელენა?!-ოთახს თვალს ვავლებ და ვიზმორები.
არავინაა.ნუთუ ისე წავიდა რომ არ დამემშვიდობა?დღეს ხომ ნიუ იორკში მივდივარ და ალბათ დიდი ხნით ვეღარ ვნახავ...
"ან იქნებ ყველაფერი გაიგო?!"
მოულოდნელად ამ აზრმა დამარტყა და საწოლიდან წამოვდექი,შემდეგ კი პიჟამას ამარა ოთახიდან გავვარდი.არ ვიცი სად უნდა მეძებნა,თუმცა მაინც წავედი.
იქნებ ჰარისთან იყოს?ჰო თუ გაიგო მასთან იქნება.
კიბეებს ვახტები და პირველ სართულზე ჩავდივარ,მაშინვე მარჯვნივ ვუხვევ და ჰარის ოთახში დაუკითხავად შევდივარ,უფრო სწორად კარს ვგლეჯ და შიგ ვვარდები.
ამ იდიოტს ისევ სძინავს,ელენა კი აქ არ არის.
-ელენა არ გინახავს?-სწრაფად ვსუნთქავ.
-დამაძინეე!-ბალიშს მესვრის.
-იდიოტო!სწრაფად ადექი!-საბანს ვხდი,-2 საათში უნდა გავფრინდეთ!
ოთახიდან გამოვრბივარ და ამჯერად სასადილოში ჩავდივარ.
-დანი!-ვიღაცა ჩემს სახელს ყვირის და უკან ვიხედები.
-ელენა!-ამოვისუნთქე და მისკენ წავედი.
-არ გშია?-ტოსტებიანი თეფში გამომიწოდა.ერთო ავიღე და ჩავკბიჩე.
-მე მეგონა...-სიტყვა გავწყვიტე როცა მივხვდი რას ვროშავდი.
-რა გეგონა?
-ამ...არაფერი.უნდა წავიდე!-სკამიდან სწრაფად წამოვხტი და ოთახისკენ გავიქეცი.
ESTÁS LEYENDO
Danielle || H.S (დასრულებულია)
Fanficახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...