-აი ისიც.-კარადიდან რაღაც საბუთები გამოიღო და მაგიდაზე დაბერტყა.-მოკლედ აქ პირობები წერია და გაეცანით,თუ თანახმა იქნებით ხელი მოაწერეთ.-ორი ფურცელი გამოგვიწოდა.-ახლა კი შეგიძლიათ წახვიდეთ.-სათვალის ზემოდან ამოგვხედა და ხელით გვანიშნა წადითო.
სკამიდან წამოვდექი და ზუსტად ჰარის პირდაპირ აღმოვჩნდი.გამომწვევად გავიღიმე,კიდევ ერთხელ და კარისკენ დავიძარი.ისე ვმოძრაობდი რომ საჯდომი კარგად გამომკვეთოდა.კარი გავაღე და გამოვედი,ჰარიც უკან მომყვებოდა.
-აქამდე აქ არ მინახიხარ.-მისკენ შევბრუნდი და ხელები გადავაჯვარედინე.
-იმიტომ რომ აქ არ ვცხოვრობ.
-ჰმ...-დაეჭვებით წარმოვთქვი და თვალები მოვჭუტე.-აბა აქ რას აკეთებ?
-რა შენი საქმეა?-გვერდი ამიარა.მეც უკან გავყევი.
პერანგი ოდნავ შევიხსენი რომ მკერდი გამომჩენოდა.ასე მარტივად არ ვაპირებდი დანებებას და ამ შანსის გაშვებას,ის ხომ მთელ თავშესაფარში ყველაზე სიმპათიური ტიპია.
უკან მობრუნდა რაღაცის სათქმელად,მაგრამ როცა ჩემი შეხსნილო პერანგი და მკერდი შენიშნა თვალები წამოენთო,შემდეგ კი ისევ შებრუნდა.
-შეგიძლია შეეხო.-თავდაჯერებულმა ვუთხარი.
ვიცი ალბათ ნამდვილი ძუკნა გგონივართ და ასეცაა.
-რა?-სიცილნარევი ხმით თქვა.
-შეგიძლია შეეხო მეთქი.
-ვიცი რომ ჩემს დაკერვას ცდილობ მაგრამ არ გამოგივა.-მაჯაში ხელი ჩამავლო და კედელთან მიმიწყვდია.
უკვე მომწონს მსგავსი დასაწყისი,ჩემს ბინძურ ფანტაზიას კიდევ უფრო ბინძურა ხდის.
-ჰო არა?-ჩუმი,ხრიწინიანი ხმით ვუთხარი და ცერა თითით ლოყაზე გავეთამაშე,ისე რომ მისი ტუჩებისთვის თვალი არ მომიწყვეტია,ასევე გადავუწიე კულულები ყურს უკან.გვერდულად ჩავიცინე და მისკენ გადავიხარე რომ მეკოცნა,თუმცა უკან დაიხია და დერეფანში გაუჩინარდა.
-ნაბიჭვარი!-საკმაოდ ხმამაღლა დავიძახე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
ისევ ავიარე მწვანე კიბეები და ჩემს პატარა ოთახში შევედი,რომელსაც უკვე ორი თვეა ელენას ვუყოფ.საყვარელი გოგოა,თანაც ძალიან წესიერი.ბიჭს ერთხელ აკოცა და მაშინვე ჭარხალივოთ აწითლდა.სწორედ ეს მომწონს მასში,შემიძლია ჩემნაირად ვაქციო!
ოთახის კარი შევაღე,ელენას საწოლი არეულ-დარეული იყო,წიგნები ძირს ეყარა,კარადიდან კი ტანსაცმელები გამოეყარა.
-ელენააა!-ძალიან ხმამაღლა დავიყვირე.
-რა იყო?-სააბაზანოს კარი გაოხსნა და იქედან ელენამ გამოიხედა.-ოთახი ასეთი არეული რატომაა?-დავიყვირე და ხელები ავიქნიე-და ეგ ჩემი ზედაა?
-კი.-ყურებამდე გაიღიმა და კარი დახურა.
-სადმე მიდიხარ?-იატაკიდან მისი ნივთების აკრეფა და დალაგება დავიწყე.
ლაილას ეს რომ ენახა ისევ ჯეიკობთან სასჯელის ოთახში დამაბრუნებდა.
-კი,პაემანი მაქვს!-ღიმილით გამოაბიაჯა და ლოგინზე დახტა.
-არ მჯერა!
-კარგი.-მხრები აიჩეჩა.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და გასაღებად დავიძარი.
-ის იქნება!არ გააღო!მოიცა,რა ვქნა?ასე კარგია?თუ სხვა რამე ჩავიცვა?-უამრავი კითხვა მომაყარა,მე კი დავაიგნორე და კარი გავაღე.
-ვეღარ მოითმინე და ჩემა სანახავად მოხვედი?-თვითკმაყოფილი ღიმილით ვუთხარი კარში მდგომ ჰარის.
-არა,შენთაშენთან არ ვარ.-მანაც გამიღიმა-აი მასთან ვარ!-ხელი ელენასკენ გაიშვირა,რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა.
ჯანდაბა!ელენას შეყვარებული ჰარია?იმედია ჩემი ფლირტის შესახებ არ გაიგო.
-კარგო,ბედნიერ საღამოს გისურვებ!-მივაძახე გესლიანად და კარები რაც შემეძლო მაგრად მივაჯახე.
გაბრაზებული საწოლისკენ დავიძარი და ზედ დავეხეთქე,ისე რომ არც ტანსაცმელი და არც კედები არ გამიხდია.ჩემი ახალი აიფონი ავიღე,რომელიც ლუკასმა,ჩემმა ყოფილმა მაჩუქა და "you should see me in a crown" ჩავრთე.
იმედია მოგეწონათ 😇❤🙏🌸 დაავოუთეთ და დააკომენტარეთ ❤🙌🙏
ESTÁS LEYENDO
Danielle || H.S (დასრულებულია)
Fanficახლა უნდა წავიდე.უკვე თენდება,თუმცა არ გამიბრაზდე,მალე დავბრუნდები.ცოტახანში მთელი ქალაქი გაიღვიძებს და სიცოცხლოთ გაივსება აქაური ქუჩები.ვერავინ მიხვდება რომ შენ აქ აღარ ხარ,რომ ამ ქუჩებში ვეღარ დადიხარ.ვერავინ...არავის დააკლდები...თუმცა არ იდარდო,მ...