3.

1.8K 190 21
                                    

სახლში სირბილით მივიდა. კარი რომ შეაღო, ჯია ტელლევიზორს მიშტერებოდა და გარე სამყარო, სრულიადაც არ ადარედებდა.

_ ჯია, დავბრუნდი - ჩაიჩურჩულა ბიჭმა და ხის კიბის საფეხურს მარცხენა ფეხით დაეყრდნო.

_ კოლეჯიდან დამირეკეს, ჯონგუკ! - მკაცრად ამოილაპარაკა ქალმა, თან ისე, რომ ეკრანისთვის თვალი არ მოუშორბია.

გუკი ამ სიტყვების გაგონებაზე შეჩერდა და მოხრილი სხეული ზანტად წამოწია _აჰჰ - ამოიოხრა, მარჯვენა ხელით თავი მოიქექა და დედამისის ზურგს მიუახლოვდა.

_მეგონა არ დაგირეკავდნენ, რადგან გამოსასწორებელი სასჯელი უკვე მოვიხადე.

_უნდა გესმოდეს, რომ არ შეიძლება ამ ბიჭს ასე მოექცე. ვიცი თავს როგორც გრძნობ, არ გინდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ იქნებ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა და სულაც არარის მინ იუნგი საძულველი შვილი და მეგობარი - ხელები ლოყებზე მოკიდა და გაუღიმა.

_ უნდა დავისვენო, ჩემს ოთახში ვიქნები - მანაც ყალბად გაუღიმა და ოთახს მიაშურა.

ბნელ სივრცეში შიშველი ფანჯრიდან მანქანის ფარების სინათლე შემოდიოდა. გუკმა სხეულს თხელი პალტო მოაშორა და კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა მომხდარზე. ფანჯრის რაფას მიუახლოვდა და ხელის გულს დაეყრდნო.

_ ჯანდაბა, აქ რას აკეთებს? - ხელები ბიტონს ძლიერად დაარტყა როდესაც თეთრი მანქანის კარი გაიღო და თეჰიონი გადმოვიდა.

კიმმა მაჯაზე გადაკიდებული მოსასხამის ჯიბიდან გასაღები ამოაცურა და სახლში შევიდა.

_ ანუ აქ ცხოვრობს..უცნაურია - ამოიოხრა და საწოლზე დაენარცხა. რაზე საუბრობდნენ ახალი მასწავლებელი და კოლეჯის დირექტორი, ვერაფერი გაეგო, მაგრამ ამაზე ფიქრით თავი არ შეუწუხებია. სიფრიფანა კომპიუტერი მუხლებზე მოათავსა და თითები გაატკაცუნა.

რა უნდა გაეკეთებინა დამღლელი უაზრო დღის შემდეგ, თუ არა საყვარელი საიტის სტუმრობა და სიამოვნების განცდა. ეს საქმიანობა მის ყოველდღიურ რუტინად ქცეულოყო, თაროზე ერთი კოლოფი ლოსიონი კი არასდროს ილეოდა. (ბოდიში ცტ გადავაჭარბე გონია (: )

Bastard / ნაძირალა Taekook; completedWhere stories live. Discover now