29.

749 111 5
                                    

ნომერში დაბრუნდა, უნდოდა გუკისთვის იმდენხანს ეცქირა სანამ ამის ძალა შესწევდა. სურვილი უჩნდებოდა მთელი სამყარო აეფეთქებინა და სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა. როგორც იქნა ოთახამდეც მიაღწია. უსუსური ბავშვივით მწოლიარე გუკს მიუახლოვდა, რომელიც ბალიშს ჩაბღაუჭებოდა. დასიებული თვალები დაეხუჭა და ამ სამყაროს უსამართლობისგან განთავისუფლებულიყო, კიდევ ერთი ღამით. თეჰიონი ძირს ჩამოჯდა და სახე მის სახესთან, საწოლზე ჩამოდო. გული უკვდებოდა, სუნთქვა ეკვროდა და მაინც ვერ ანებებდა საკუთარ თავს მიეღო ის ფაქტი, რომ გუკი მალე დაივიწყებდა გვირილებზე. დაივიწყებდა კორეაში მდებარე მდელოზე.. და ბაბუაწვერებზე. დაავიწყდებოდა სიცილ-კისკისი, მათი საერთო ღამეები და ყველაფერი ის, რაც გუკს გააჩნდა.

_სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიშრობს გონებას გუკ. ტკივილს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი. ვფიქრობ მე განზე ვდგავარ, არც დამცველი ვარ და არც ბიჭი, რომელიც შეძლებს ის შეგიმსუბუქოს. შენ ერთადერთი ხარ ამ ყველაფერთან მდგარი, ვისაც გაანადგურებს ამაოება და მე კვლავ მდინარის მეორე მხაროდან გიყურებ. ნამდვილ სიყვარულს ლაპარაკი არ შეუძლია გუკ, რადგან მხოლოდ ქცევებით თუ გამოამჟღავნებ მას. მე კი ისეთი უბარდუკი ვარ, არც ის შემიძლია როგორმე შეგიმსუბუქო ეს ტანჯვა. შენ ხომ არაფერი არ იცი და ებრძვი გონებას, შენ ხომ გტკივა გუკ... აიშ - ჩურჩულებდა თეჰიონი და ტიროდა. მისი მშვენიერი სახე მთლიანად დაეფარათ გამყინავ ცრემლებს. რას ელოდა იგი? ელოდა რომ გაიღვიძებდა გუკი? ელოდა, რომ გაიგებდა მის ხმას?_ადამიანი სინდისის ქენჯნას არასდროს განიცდის - აგრძელებდა თეჰიონი _არ განიცდის რადგან ჩვეულებად ქცეულ საქციელს არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ის უბრალოდ აკეთებს ამას და არ ფიქრდება შემდგომ მოვლენებზე. იმ ნაბიჭვარმაც ასე გაგიმეტა განუკურნებელი სენისთვის ჩემო პატარავ. გაგიმეტა და მე მას აუცილებლად ვაზღვევინებ, გუკ. შურს ვიძიებ! გპირდები, გუკ! - კვნესოდა, ქვითინებდა და ბიჭის თმებს ნაზად უსვამდა ხელს. სველ ლოყას ლოყაზე აყრდნობდა, მთრთოლვარე ტუჩებს დაატარებდა უმსროსის სახეზე და დახუჭულ თვალებს უკოცნიდა. _ჩემო პატარავ, ჩემო მზევ რომელიც მაცოცხლებს მე, შენს გივირილას. ნუთუ მართლა უნდა დაგავიწყდე და ერთხელაც, აღარ გამოჩნდები ცაზე?

Bastard / ნაძირალა Taekook; completedTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang