1.

4.7K 246 34
                                    


განწირული ხმით დაიღრიალა გუკმა და თვალები გაახილა. მთელი სხეული აზიდა მაღლა და კედელს მიაშტერდა. პიჟამა სულ მთლად სველი ჰქონდა, გულზე ხელი მიიდო და სახე დამანჭა _აჰჰ, ძილშიც ვერ ვისვენებ - ისევ უკან საწოლზე დაეცა ზურგით, მერე ბალიშში თავი ჩარგო და ტირილნარევი ხმით დაიწყო მოთქმა.

მალევე მოუსვენრად წამოვარდა საწოლიდან. როგორც ყოველთვის, მოწესრიგებას დაახლოვებით საათს ანდომებს, მაგრამ ამ დილით კოლეჯში ჩქარობდა და საქმე ნახევარ საათში მოითავა. წაბლისფერი თმა თმისავე ლაკით გაისწორა და გამომწვევ ტანისსამოსში გამოეწყო.
მთელი სხეულით ბრწყინავდა. ეს დილა არ წააგავდა არცერთ უკან მოტოვებულ გარიჟრაჟს. გრძნობდა, დღეს რაღაც უცნაური მოხდებოდა. მხრის ჩანთაში ოთახში, იატაკზე მიმოფანტული ქაღალდები მოათავსა და თეთრი ფეხსაცმლის თასმები შეიკრა. გაიშალა, წელში გასწორდა, კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და დედამისს მიესალმა.

_დღეს რაღაც აფორიაქებული მეჩვენები ჯონგუკ - როგორც ყოველთვის სერიოზული ჯია, შვილს გამომწვევად აკვირდებოდა და ფინჯნიდან მწარე ყავას წრუპავდა.

_ გეჩვენება დედა, წავედი.

* * *

კოლეჯი - თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ შკოლნიკების, ზედმეტად ლამაზი გოგონების, ლუზერი ბიჭების, ფაგოტურ და ემო სტილის მქონე დაჯგუფებებს. მაგრამ მინ იუნგი და მისი სამეგობრო მესამე კურსიდან, არც ერთს მიეკუთვნება. ისინ წარმოადგენდნენ პოპულარულ ტრიოს, ამპარტავნებს და ყველასთვის სასურველ იუნგის და მის ძმაკაცებს.

შემოსასვლელის ზღურბლს ჯერ არ გადმოცდენილან და ყურადგებას პირველივე ნაბიჯით იპყრობენ.  მათი მოძრაობა შენელებულ კადრს წააგავს. გრძელი კოჭებამდე პალტოები, ქარის მიმართულებით უკან მიფრიალებენ. მატყუარა მზე მათ ზურგს არტყავს და ეს ყველაფერი დრამა - ბოევიკს წააგავს, აგენტ 007 - ს და ამგვარი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმების ამონარიდებს.

Bastard / ნაძირალა Taekook; completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora