მიუყვებოდნენ გზას ორი ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანი გვერდიგვერდ. სიჩუმე ნიავივით ქროდა მათ შორის. ვერც ერთი ბედავდა რაიმეს თქმას. ყველაფერი თვითდაუნებურად ხდებოდა. დილის სუსხმა თეჰიონის სხეულს, წვრილწვრილი წინწკლები გაუჩინა, თითქოს ყურში საოცარი ამბავი ჩასჩურჩულა სიომ. გუკი თავს ვერ იკავებდა, ხანდახან გვერდით მიმავალი თეჰიონისკენ გააპარებდა თვალს და მისი ყურებით ტკბებოდა, თან ისე რომ ამას ვერც კი ხვდებოდა. უყურებდა თეჰიონის დაჭინჭრულ მკლავებს და არ ასვენებდა სურვილი ბიჭისთვის, ნაზად გაესვა საჩვენებელი თითი კანის ზედაპირზე. გონებაში ერთი ორმა ბინძურმა კადრმაც კი გაურბინა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, საქმე უკანალისკენ მიდიოდა, გონება დაძაბა, ჩაახველა და წამოიწყო
_ იცით გპატიობთ იმას, რომ ამდენ ლუზერში მაინცდამაინც ჩემი დამცირება მოინდომეთ.
_ ახლა ჩვენ კოლეჯში არ ვართ და შეგიძლია შენობით მომმართო. მადლობა, რომ მეორე შანსს მაძლევ - თეჰიონმა ტუჩის კუთხე ჩატეხა, ჩაიცინა და თავი დაბლა ჩახარა.
დრო საკმაოდ იწელებოდა. ორივეს შარვლის ჯიბეებში ჩაელაგებინათ ხელები, მათი ნაბიჯები კი თანდათან პატარავდებოდნენ. ხარბად ისუნთქავდა გუკი დილის ჰაერს და გრძნობდა, როგორ ებერებოდა და ჩხვლეტდა ფილტვები შიგნიდა. თეჰიონი გაკვირვებული შესცქეროდა ბიჭს, აათვალიერებდა, მაგრამ მის ყურადღებას ყველაზე მეტად, უმცროსის ლოყაზე არსებული ნაიარევი იქცევდა.
გზას დასასრული აღარ უჩანდა. გუკის გონება კი მთლიანად გათიშულიყო როგორც ძველი მანქანა, დაჟანგებული მექანიზმებით. პირს გააღებდა, თითქოს სურდა ჩამოწოლილი სიჩუმე ერთიანად გაერღვია და ფრონტზე გავარდნილიყო, სიტყვათა ბრძოლაში. უნდოდა წამოეწყო არგუმენტი, ძალიან სურდა რაიმე გაეგო თეჰიონზე, მაგრამ ენა გასაქანს არ აძლევდა, ის კიარა, იოგებიდან ხმის ნატამალიც კი არ ამოსდიოდა. თეჰიონიც თითქოს ელოდებოდა მის სიტყვებს, ნადირთან ჩასაფრებული მონადირესავით, რომ მის უღელში მოემწყვდია.
STAI LEGGENDO
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...