მირბოდა გუკი და ახსენდებოდა ბავშვობა. ახსენდებოდა საზარელი ღრიალი და ალკოჰოლის საზიზღარი არომატი. ნათლად დაუდგა თვალწინ მომენტები, როდესაც მამამისი სატიკად უსწორდებოდა ბიჭს, არ ინდობდა და სახლში მისული იმ ქამრით სცემდა, გრძელი დღის შემდეგ შარვლის სალტიდან რომ იძრობდა ყოველ ღამ. ჯერ კიდევ არ მოშუშებია გუკს ძველი ჭრილობები. ისინი ჯერ კიდევ ახსენებდნენ თავს. ჯერ კიდევ სტკიოდა სული. როგორ უნდა ეპატიებინა? ამას ვერ შეძლებდა.
ღამეში ხედავდა ყოვეთვის გამოსავალს. წყვდიადი მუდამ ეხმარებოდა, ცრემლები დაემალა. წყვდიადს მუდამ ესმოდა გუკის, ისევე როგორც თეჰიონს, ან თუნდაც ჯიმინს.
ჯიმინის გახსენებაზე, კიდევ უფრო მოიბუზა და კიდევ უფრო ეტკინა გული. როგორ ენატრებოდა მისი თბილი ჩახუტება. როგორ სურდა მისულიყო ბიჭთან და ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ ჯერ კიდევ არ აძლევდა სიამაყე ამის უფლებას. ჯერ კიდევ ვერ მიეღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც სინამდვილეშია. ეშინოდა გუკს. ძალიან ეშინოდა ტკივილის და დამცირების. ფიქრობდა, ამას ვეღარ გადაიტანდა. სად უნდა წასულიყო ახლა? რა უნდა გაეკეთებინა? ფეხებს ზანტად მიათრევდა სრულიად ცარიელ გზადკეცილზე. თვალებში უბნელდებოდა და ორიოდ წამში, უძლურად მიესვენა ტროტუარზე. შეჰყურებდა ცას. თეჰიონთან სურდა ყოფნა. მძლივს ამოაძვრინა ჯიბიდან მივიწყებული ტელეფნონი და მისი ნომერი აკრიფა
- თეჰიონ, შეგიძლია მოხვიდე?
- გუკ, ღამის ორი საათია. ხომ კარგად ხარ? - თვალებს იშვნეტდა ბიჭი.
- არ ვარ თეჰიონ კარგად, სახლიდან ოდნავ მოშორებით ვარ, გთხოვ მოდი..
ეს სიტყვები იყო და გუკმა გონება დაკარგა.
- გუკ, გუკ!! - ყვიროდა თეჰიონი მაგრამ უიმედოდ.
გააფთრებული გამმოვარდა გარეთ და ბნელ გზას გაჰყვა. თვალებით ეძებდა გუკს მახლობლად და მის სახელს ხმამაღლა ღრიალებდა
YOU ARE READING
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...