- სად ვართ თეჰიონ?
გუკი მიშტერებოდა ფანტანს და ხელები თავზე შემოელაგებინა. უყურებდა სივრცეს, მაგრამ ვერ გაეგო საით წასულიყო. ამ ყველაფერმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა.
- პატარავ ჩვენ პარიზში ვართ, საღამოა და ვცდილობთ სასტუმრო მოვძებნოთ. ბოლო დროს ძალიან გულმავიწყი გახდი გუკ - შეშინებულმა თეჰიონმა ბიჭს წელზე ხელები მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- აჰჰ, ჩვენ პარიზში ვართ. ალბათ გადავიღალე - ბურტყუნებდა და საფეთქლებს გამალებით იზელდა.
- წამოდი წავიდეთ, მინდა რაც შეიძლება მალე მოგიმწყვდიო ჩემს მკლავებში, რომ ვერსად გამექცე - თვალები დაეხუჭა და ხარბად იყნოსავდა უმცროსის სურნელებას.
ღამე ფრანგულ მელოდიას ღიღინებდა. გალავნიანი კოშკებიდან ფრინველთა გუნდი ლამობდა აფრენას. ქვაფენილზე მოსიარულე ფეხსაცმლის ხმები, ექოსავით გაისმოდა სივრცეში და საამურ გარემოს ქმნიდა. ადამიანები ერთმანეთისგან ისე განირჩეოდნენ, როგორც ცა და დედამიწა. ზოგი გიჟივით ცეკვავდა ზოგის ნამღერზე. სხვებიც ერთმანეთს ეტრფოდნენ როგორც რომეო და ჯულიეტა. ერთფეროვნებას ვერსად შეამჩნევდით იმ უპირო ბინდის ქვეშაც კი, რომელიც ამ საღამოს ჩამოწოლილიყო.
პარიზის ყველა სასტუმრო მოიარეს თეჰიონმა და გუკმა. შეცვივდებოდნენ შიგნით და პატარა ბავშვებივით აიტუზებოდნენ კუთხეში. აკვირდებოდნენ ნივთთა განლაგებას და სუვენირების მთელ არმიას, რომელიც მინის ყუთებში გამოემწყვდიათ ფრანგ მეჭურჭლეებს და კერამიკოსებს. ადვილად შეიმჩნეოდა ყოველ სასტუმროში არსებული აურა და ის ემოციები, რომელსაც ფეხის შედგმისასვე განიცდიდნენ ახალგაზრდა წყვილი. შიგნით შესულები მდგრადი თავშეკავებულობით და ენთუზიზმით გამოირჩეოდნენ მაგრამ, როგორც კი გარეთ გაყოფდნენ ცხვირს ფანტანზე მოთამაშე თინეიჯერები ხდებოდნენ თეჰიონი და გუკი. ღამის ცა სავსე იყო ვარსკვლავებით და ეიფელიც მკაფიოდ კაშკაშებდა. თეჰიონი დადგებოდა ქუჩის შუა გულში და გაჰკიოდა მის გრძნობებს გუკის მიმართ. არც შიში ახსოვდა და არც დაბრკოლება, ის უბრალოდ ბედნიერი იყო გუკის გვერდით სიყვარულის ქალაქში.
CZYTASZ
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...