25.

832 115 43
                                    

საფრანგეთი, პარიზი.

იგივე დღე.

15:06

საწოლის ზეგანზე გაწოლილ გუკს თეჰიონის ჩურჩული აღვიძებს _გაიღვიძე პატარავ, უკვე დროა... - და ყურზე ნაზად კოცნის.

გუკმა ანაზდად გააღო მძლავრად დახუჭული თვალები და თეჰიონს მიაშტერდა. ბალიში მკლავებს შორის მოექცია და მტევნებით ჩაბღაუჭებოდა, კრემისფერ ატლასის მატერიას. სახეზე სასიამოვნოდ ედებოდა სლიკინა ზედაპირი.

_ჰჰჰჰ.. არ მინდა ადვგე და ეს მშვენიერი სურათი გავაქრო - ძილ მორეული მზერით შესცქეროდა საწოლის ბოლოში, იატაკზე მჯდარ თეჰიონს, რომელსაც ნიკაპი თავისსავე მუხლზე დაესვენებინა და ბიჭს უღიმოდა. მის უკან კი მოჩანდა ღია სარკმლიდან მოელვარე ეიფელის თავაწეული კოშკი, რომელიც სანახაობას აწყობდა ქალაქის ბინადართათვის. ფარდები საამურად ირხეოდნენ ნაზი სიოს წყალობით და მზის სხივებსაც ათამაშებდნენ დრო და დრო. გუკს კი გაეფინა შიშველი სხეული ატლასისგან დამშვენებულ საწოლზე, ქვედა ტანს კი ნაზად ეპოტინებოდა ოქროსფერი მატერია. თეჰიონი წამოდგა და გუკის სხეულზე ნელ-ნელა გაწვა

_დაბადების დღეს გილოცავ, გუკი - ყურთან მიტანილი ტუჩებით ჩასჩურჩულა და ლოყაზე ნამიანად აკოცა.

_ჯანდაბა, სულ დამავიწყდა - თეჰიონის ქვემოდან გადატრიალდა და ახლა გულმკერდზე ესვენა ისტორიკოსი - მადლობა თეჰიონ, ყველაფერისთვის დიდი მადლობა. - უღიმოდა ბიჭს და სახეზე ეფერებოდა.

_მიყვარხარ პატარავ, გაემზადე - მოწყვეტით აკოცა და ფეხზე წამოვარდა.

_მოვემზადო.. რისთვის?

_გუკ რამდენ კითხვას სვამ. უბრალოდ მოემზადე - უყვიროდა სააბაზანოში გამომწყვდეული თეჰიონი.

_აიშ, ახლა რას გეგმავს ნეტავ - ჩაილაპარაკა და თვითონაც წამოდგა საწოლიდან, ორიოდ წამში ძლიერი თავბრუს ხვევა იგრძნო და უკან დაენარცხა. თავის საშინელი ტკივილი დაეწყო, ცოტაც და გონებას დაკარგავდა. თვალებზე ბინდი გადაეკრა და გონება აერია, შეჩერდა და სცადა გარშემო მომიეხედა. ღია აივნიდან გრილი ნიავი შემოდიოდა, ოთახის გარედან ლიფტის წკრიალის ხმა ესმოდა, საათის წიკწიკიც უშლიდა ფიქრს. თითქოს ყველა დეტალი ერთად შეკრებილიყვნენ და ცდილობდნენ ბიჭი აეფორიაქებინათ. ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს და უფრო ძლიერად სურდა ყველაფერი განეჭვრიტა. სურდა გამხდარიყო ხალიჩას ჩაბღაუჭებული ლაქა, ან თუნდაც კედლის კუთხეში მოდებული შეუმჩნეველი აბლაბუდა. წუთის მეათასედებში განიცდიდა შფოთს, კლაუსტროფობიას და სიცხეს, საშინელ სიცხეს. ოფლი ღაწვებზე აცოცდებოდა და ვერ გაეხსენებინა, სად იყო ახლა. არ ახსოვდა მომენტი და თავის ტკივილიც უფრო უმძაფრდებოდა.

Bastard / ნაძირალა Taekook; completedWhere stories live. Discover now