მეორე დილას თვალები რომ გაახილა, თავი უცნაურ ადგილას ამოყო. კედლებიდან ჩამოხეული შპალერი და ნესტის საშინელი სუნი, მოსვენებას აკარგვინებდა. თავი მძლივს ასწია სუნიანი ბალიშიდან და ფეხზე წამოდგა. სრულიად შიშველი იყო. ვერ გაეგო ადგილ მდებარეობა და ვერც იმას იხსენებდა, რანაირად მოაღწია აქამდე. ცოტახანში ზარზე კაკუნი გაისმა
_გუკ - ნაცნობმა ხმამ გაიელვა და ბიჭმა მონაცრისფრო ზეწარი უმალ შემოიხვია.
კარი გაიღო და ლიზა შემოვიდა
_ლიზ? აქ რასაკეთებ? - იდგა გუკი გაშეშებული და ქალს თვალს ვერ აცილებდა.
_არ გახსოვს?! გუშინ მხურვალე ღამე გვქონდა - ცინიკურად გაიცინა ლიზამ და ოთახის ფანჯარა გააღო. სიგარეტს გაუკიდა და გააბოლა - შენ უბრალოდ განტვირთვა გჭირდებოდა, ეს იყო და ეს. მაგრამ თუ გინდა, შეგვიძლია კიდევ გავიმეოროთ.
_აჰჰ, უნდა წავიდე ლიზ. მადლობა გუშინდელისთვის - ბიჭმა სწრაფად ჩაიცვა და გაიქცა.
_დამირეკე!
გუკს ვერ გაეგო, რა ჯანდაბამ მიიყვანა ამ ზომამდე წუხელ. თავში ყველაფერი არეოდა. ტელეფონზე უამრავი ნარეკი იყო ჯიასგან და ჯიმინისგან. ყველაფერი ნელ-ნელა უარესდებოდა, ამის ახსნას კი ვერ პოულობდა. რა ხდებოდა მის თავს.
ერთ-ერთ კაფეში სწრაფად შეაჭრა და სახეზე სწყალი შეისხა. კონცენტრირება ძალიან უჭიდა მაშინაც კი, როდესაც თავისივე ანარეკლს უყურებდა, თვალები უხამხამდებოდა თვითდაუნებურად და სირცხვილის ოფლის წვეთი ასრიალდებოდა შუბლზე. ეს სირცხვილი კი ის ლტოლვა გახლდათ, რომელიც თეჰიონის მიმართ აკავშირებდა. განა ზუსტად ამ ემოციების გამო არ მტრობდა იუნგის წლების მანძილზე?!
სახლში მისულს დედამისი კარებთან დახვდა
_მობრძანდი. - კარს მოშორდა და გუკს გზა დაუთმო.
_ოღონდ ახლა არა დედა!
_შენ რა, სულ გაგიჟდი? გინდა ნაბიჭვარ მამაშენს დაემსგავსო არა? ასეც ვიცოდი, თქვენ ერთნაირები ხართ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanficჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...