12.

1.2K 152 14
                                    

- არ მეტყვი რა ხდება გუკ? - სევდიანად უსვამდა თეჰიონი თავის სახეს უმცროსისას.

- მე არ ვარ ის, ვინც უნდა ვიყო. ვალდებული ვარ ყველაფერი გამოვასწორო და ამას მხოლოდ მაშინ შევძლებ, თუ შენგან წავალ - თვალები დახარა გუკმა და ენა მტკივნეულად გაუსვა ლოყას.

- გუკ, ეს გამოსავალი არაა...

- როგორ თუ გამოსავალი არაა? შენ კარგად იცი რას ვგრძნობ როდესაც გიყურებ. შენი სიახლოვე მაგიჟებს, ჭკუიდან გადავყავარ თეჰიონ შენს სუნს. მე არ ვარ ასეთი. მე.. მე უნდა გავერკვე ყველაფერში. გთხოვ. უნდა წავიდე - ბიჭისთვის თვალებშიც კი არ შეუხედავს ისე გაეცალა იქაურობას.

* * *

დრო გადიოდა.
კოლეჯში ყოფნა კი ყველაზე ნაკლებად სურდა გუკს.ყოველთვის იცოდა თეჰიონის სახეს წააწყდებოდა თვალებით, მის ხმას გაიგონებდა და ეს ყველაფერი ისევ აურევდა გონებას. ჯიმინი კი გვერდს აუვლიდა იუნგისთან ერთად, როგორც ყოველთვის. თავს არარაობად თვლიდა. სახლში მისულს კი ჯიას გამომეტყველებისთვის უნდა გაეძლო. ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი? სწავლასაც კი მიანება თავი და ყოველ ღამ სხვადასხვა გადაცემების ყურებით დაკავდა. იცოდა რომ ყველაფერი უნდა გამოესწორებინა ჯიმინთან, მაგრამ თეჰიონი ენატრებოდა. მისი კოცნა ენატრებოდა. მისი სახე და სხეულის თითოეული გაელვება. მიუხედავად ამისა ყოველ ისტორიის გაკვეთილზე, თვალებს ფანჯარას მიაპყრობდა და არ მოაცილებდა, სანამ არ დამთავრდებოდა.

ლიზას ბარს მიაშურებდა და თვრებოდა. ქალიც ხშირად იტყუებდა მას, მეორე დღისით კი დაბნეული ტოვებდა მის ნაცრისფერ ოთახს გუკი.

სამი დამთრგუნველი კვირის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვიტა, რომ ამ დღეს ყველაფრის გამოსწორებას შეუდგებოდა. ჯიმინთან უნდა მისულიყო და ყველაფრისთვის პატიება ეთხოვა.

გაზაფხული კი უფრო და უფრო მცხუნვარე ხდებოდა.
დილით მოემზადა, უწინდებულად წაისვა თმაზე ცოტა ლაქი და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. კოლეჯში მისულმა ჯიმინს დაუწყო თვალებით ძებნა. ის იყო კლასის ბარიერს უნდა გადასცილებოდა რომ გრძელი შემოსასვლელის კუთხეში კვლავ თეჰიონს და დირექტორს მოჰკრა თვალი. რა უნდა გაეკეთებინა? თეჰიონზე რომ გაეგო ყველაფერი, უფრო მეტი არგუმენტი ექნებოდა ჯიმინთან, როდესაც ახსნა განმარტებას დაუწყებდა ბიჭს. თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იყო?

Bastard / ნაძირალა Taekook; completedHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin