თეჰიონი კოლეჯს დაუბრუნდა. მართალია თავდაპირველად ვერ უმკლავდებოდა სტუდენტთა აღურაცხელი მასის გამჭოლ მზერას, მაგრამ მერე ყველაფერს შეეგუა. ერთადერთი რასთან გამკლავებაც კლავდა, გუკის მონატრება იყო. მის მერხს მიუახლოვდებოდა, ჩამოჯდებოდა და ფიქრობდა დღის ბოლოს. იცოდა, ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ გუკის იქ არ ყოფნა ერთიანად აფორიაქებდა. მის სანახავად მისვლას ვერ ბედავდა, ეშინოდა. იქნებ ვერ გაეძლო და ბავშვივით ატირებულიყო მის თანდასწრებით, ამით კი გუკს შეაშინებდა. გული კვლავინდებურად სტკიოდა, იცოდა ჯონგუკის მეხსიერებაში, მისი ნატამალიც აღარ საზრდოობდა.
სახლში მისული კართან აისვეტებოდა და გასცქეროდა უმცროსის სახლს, რომელიც ახლა გამოცარიელებული იდგა ტროტუარზე. შიგნით შესვლას ვერ ბედადვა, რადგან იცოდა გული უფრო ეტკინებოდა თუ ბიჭის სუნს კვლავ შეიგრძნობდა. ყოველ საღამოს სტუმრობდა მდელოს, სადაც პირველად გაანდეს ერთმანეთს თავიანთი გრძნობები და კადრივით ატრიალებდა გონებაში მიჩქმალულ მოგონებებს. გვირილები ამ წელს უფრო ყოყოჩად ხარობდნენ, ბაბუაწვერებთან ერთად. სევდა მთლიანად მოიცავდა მის სხეულს და ერთ ბოთლ სოჯუსთან ერთად უზიარებდა ღამის ცას სათქმელს. ტიროდა თეჰიონი და წარმოიდგენდა ბიჭის სახეს, მის ლოყაზე წარმოქმნილ ნაიარევს, მის ტუჩებს. სხეულის შემზარავი, ცივი ნიავი მოუვლიდა და ბუსუსებს აყრიდა კანზე. როდესაც ფიქრობდა, რომ ერთ დღესაც ვეღარ გაუძლებდა და გუკის სანახავად მივიდოდა, უფრო ძლიერად უჩქარდებოდა გული. მანქანის გასაღებს მოიმარჯვებდა, მაგრამ საჭესთან მჯდომი ძლიერად ურტყამდა ხელებს გარემოცვას. გადაიფიქრებდა და მთელს ღამეს ტირილში გალევდა.
* * *
ძვირფასო პაკ ჯიმინ.
უკვე ერთი წელი გავიდა, რაც შენი ხმა არ გამიგია, რაც არ შეგხებივარ და არ მითქვამს შენთვის, თუ როგორ მიყვარხარ. მენატრები ჯიმინ. ყოველ წუთს შენზე ვფიქრობ, მოგონებები თავს მესხმიან და ვერაფერს ვუხერხებ. შენ ალბათ გგონია, რომ უმიზეზოდ მიგატოვე, მაგრამ არა. ამ წერილში სიმართლეს გაგიმხელ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს. მე ლაჩარი ვარ ჯიმინ, ნაძირალა ვარ! არ ვიმსახურებდი შენს სიყვარულს. გუკის ცემა მე დავუკვეთე.. ჩემი ხელით მივუთითე ჯეიონს გუკიზე და კედელს ამოფარებული ვტკბებოდი სანახაობით. მინდა გითხრა, რომ იმ მომენტში სიამოვნებას ვიღებდი. მღელვარედ მიხაროდა ყოველი მოქნეული მუშტი გუკის მიმართ და ვფიქრობდი, რომ სწორედ ასეთია სამაგიერო. მხოლოდ და მხოლოდ ასე ავისრულებდი ჩემს საწადელს. სიძულვილით ვიხსენებდი წარსულს, სადაც ჯონგუკი მამცირებდა და სიხარულით ვგულშემატკივრობდი სიტუაციას. ნატავ იცოდე, როგორ ვნანობ.. მაგრამ ვგონებ ეს სინანული უმწეო და სუსტია. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, თუ რა ჩავიდინე მანამ, სანამ შენი უბედურება არ შევიგრძენი. მე ორივეს დაგინგრიეთ ცხოვრება და ეს ყველაფერი, გამიზნულად. არ ვარ პატიების ღირსი და ამას არც გთხოვ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგეგო სიმართლე, ჩემო ჯიმინ!
KAMU SEDANG MEMBACA
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fiksi Penggemarჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...