როდესაც დარწმუნდა თეჰიონი, რომ ჯიმინი წავიდა და გუკის ოთახში შევიდა, დაინახა როგორ იჯდა ბიჭი ნაცნობ ფანჯარასთან და გაჰყურებდა სივრცეს.
_აჰჰ, მოხვედი თეჰიონ.
_მოვედი ძვირფასო - ნაზად დაეჩურჩულა და წელზე შემოეხვია.
_წავიდა ჯიმინი?
_წავიდა გუკ, წავიდა. - სიმწრით ჩაილაპარაკა თეჰიონმა და გუკს კისერზე აკოცა.
_თეჰიონ, შენ ხომ იცი, რომ არ მსურს ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო?
_რას გულისხმობ პატარავ..
_რას და, სულაც არ მინდა, რომ როდესაც ყველაფერი დამავიწყდება ამით ისარგებლო, დამნაშავეს დაუწყო ძებნა და შარში გაეხვა. - შემოტრიალდა და თეჰიონს მზერა გაუსწორა. _არ მინდა შენი დარდი გამყვეს და ამან შიგნიდან მომკლას თეჰიონ.
_კი მაგრამ გუკ..
_დამპირდი თე, დამპირდი! - მთელს სახეს უფარავდა თითებით და წარბებზე უსვამდა ნაზ, მთრთოლვარე ბალიშებს.
_მე არ მინდა, რომ ისეთ რაღაცას დაგპირდე, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ გუკ. ნუთუ ასეთი ძნელია, მომცე უფლება, რომ შენს გამო შური ვიძიო. მე ხომ ეს მინდა გუკ! მე ხომ უბედური ვარ შენი უბედურებით. მე ხომ ვიტანჯები, როდესაც ვიცი ის ნაძირალა გარეთ მშვიდად დადის, შენ კი ამასობაში... აიშ... ტირილი უკვე ჩვევად მექცა. თუ არ მინდა და არ ვარ ცუდ გუნებაზე, მაინც მეტირება გუკ. მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ცუდად ვგრძნობ თავს. მინდა, რომ ყველაფერი გავანადგურო, ყველა ცოცხალ არსებას მოვუსწრაფო სიცოცხლე. შენს გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს. შენ ხარ გუკ ის ვინც გამაჩნია ამ ქვეყნად... მხოლოდ შენი ტკივილი მტანჯავს და მხოლოდ შენი ღიმილი მაბედნიერებს. გთხოვ მომეცი უფლება, რომ ვაზღვევინო ის, რაც გაგიკეთა. გემუდარები გუკ... - შფოთით და ნერვიულად უკოცნიდა თეჰიონი სველი ტუჩებით ლოყებს, ღაწვებს და ნიკაპს. გუკის ურეაქციო სახეს მოიქცევდა ხელებში და აკვირდებოდა _ამოიღე ხმა გუკ, ამოიღე! თქვი რამე! - მაგრამ კონგუკი, მაინც უმოძრავოდ იჯდა ხის მაგარ სკამზე. ნუთუ ესაც მორიგი რეფლექსი იყო დავიწყებაზე?
ŞİMDİ OKUDUĞUN
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Hayran Kurguჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...