31.

659 114 25
                                    

_ნაბიჭვარო! ამოიღე ხმა!

თეჰიონის განწირული ღრიალი გაისმოდა ერთ-ერთი ქუჩის ვიწრო კუთხიდან. კედელზე აეყუდებინა ბიჭი, რომელმაც გუკი სცემა და ცდილობდა, სანამ თავპირს გაუერთიანებდა გაეგო, თუ ვისი დავალებით დაუნგრია გუკს ცხოვრება.

_მ..მე უბრალოდ დავალებას ვასრულებდი - ბიჭის ძლიერი სხეული ერთიორად თრთოდა და მისი ძლიერებაც, თეჰიონის თვალწინ ორთქლდებოდა.

_ვისი ბრძანებით! ამოიღე ხმა სანამ ენას მოგაჭრი და გაჭმევ!

_მეთვითონაც არ ვიცი.. მათ უ-უბრალოდ გადამიხადეს საკმაოდ დიდი თანხით და მისი ცემა დამიკვეთეს.. ესაა ჩემი საქმიანობა.. ა-ამით ვშოულობ ფულს..

_მაშ გაინტერესებს, როგორი გემო აქვს მუშტს სახეში არა? - მაისურის საყელოში ჩაებღაუჭა და ძლრიერად მიანარცხა კედელზე, ხელი მომუჭა და ყბაში უთავაზა. ბიჭი ჩაიკეცა და თეჰიონმა კვლავ ჩაავლო ხელები _ახლავე მითხარი, ნაბიჭვარო! ხმა ამოიღე თორემ მთელს ცხოვრებას ჯოჯხეთად გიქცევ!

_ამის დედაც! მე მართლა არ ვიცი... - ბიჭი უნებურად ატირდა. თეჰიონი კი უცქერდა უცნობს და გუკის დასისხლიანებულ სახეს წარმოიდგენდა. შფოთს მოეცვა მისი სხეული, წამიერად თავბრუ დაეხვა და თავი ძლიერად გააქნია. გუკის სახე კი არ ქრებოდა მისი თვალთახედვიდან. ჯერ მას უყურებდა, შემდეგ ბიჭის სისხლში ამოსვრილ საკუთარ ხელს და კვლავ გუკს. შეშინდა.. ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და ხელები ყურებზე აიფარა. ჩაესმოდა ხმები წარსულიდან, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერი იყო. ესმოდა გუკის ბავშვური კისკისი, დახუჭული თვალებით კი წარმოიდგენდა, მის ლამაზ სახეს. ჩაესმოდა თითოეული ,,მიყვარხარ'' და გული საშინლად უჩქარდებოდა. ყველა მოგონება გუკთან ერთად მირაჟივით გაურბენდა გონებაში: კლასი, გუკის დაბნეული მზერა, პირველი ხელის ჩამორთმევა, ბიბლიოთეკა, გრძელი დერეფანი, კოლეჯის ბარიერი.. გვირილებიანი მდელო, პარიზი.. ოფლი ასხავდა სხეულზე და გაუაზრებლად ყვიროდა თეჰიონი. ხან ერთ კედელს მიენარცხებოდა, ხან მეორეს. კადრები კი არ წყდებოდა. ელანდებოდა გუკის გახდილი სხეული მისი სახლის განაპირას, ღამიან დროებაში. ელანდებოდა თუ როგორ თრთოდა გუკი და მას ვერ უახლოვდებოდა. ჩაიძირებოდა თეჰიონი წარსულში? თუ ეს წარსული იყო, რომელიც მასში იფანტებოდა. სადღაც გარბოდა და უკანასკნელი სიზმარივით ესხმოდა თავს. გუკი თანდათან შორდებოდა მას ბნელ წარმოსახვაში და მერე უეცრად ყველაფერი გაქრა. თვალები რომ გაახილა, ასფალტზე იჯდა და უცნობი ბიჭიც გამქრალიყო.


Bastard / ნაძირალა Taekook; completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora