იჯდა გუკი ლიზასთან ერთად და ელოდებოდა თეჰიონს, როდის გამოვიდოდა იმ კარიდან რომელში შესვლაც ყველაზე მეტად სურდა. რა იქნებოდა ახლა? ეშინოდა გუკს. ეშინოდა რომ რაიმე საშინელს აღმოაჩენდა თვალთვალისას. ფიქრები უკან ექაჩებოდა. მეორე მე, რომელიც თეჰიონით იყო გაჟღენთილი ეუბნებოდა, რომ უკან დაეხია. მაგრამ ის რომელსაც ყვეფრის გამოსწორება სურდა, უბიძგებდა რომ თეჰიონი საშინელ სიტუაციაში გამოეჭირა.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თეჰიონიც გამოვიდა გარეთ. გუკი დაიბნა და აწრიალდა. ლიზას ხელი მიარტყა და შემთხვევით, ავტომობილის ფარები აციმციმდა, როდესაც ლიზამ მძლავრდა გაიქნია ხელი. მოულოდნელად სინათლემაც ანათა სივრცეში.
- რასაკეთებ ის ხომ დაგვინახავს ლიზ..
ამ სიტყვების თქმა იყო და შენიშნა, როგორ უახლოვდებოდა თეჰიონი მას. ბიჭი ზანტად მიაბიჯებდა ავტომობილისკენ, სადაც გუკს მოჰკრა თვალი და თან ვერ გაერკვია, ნამდვილად ის იყო თუ არა. როდესაც საბოლოოდ მიაღწია ავტომობილთან და დარწმუნდა, რომ სწორედ გუკი იყო ის ვინც გულმოდგინედ იმალებოდა იქ, ფანჯრის მინაზე დააკაკუნა , ამოიოხრა და სივრცეს მიაშტერდა თეჰიონი.
გუკს გული გამალებით უცემდა. სახე შავ ტანისსამოსში ჩაემალა
- აჰ გუკ, გამოგვიჭირეს - ლიზას ხელები საჭეზე გაეშეშებინა და გვერდით ყურებას განაგრძობდა.
წყვდიადს მოეცვა იქაურობა. ღილაკს აკანკალებული ხელებით დააწვა გუკი და ფანჯარაც დაიძრა. თეჰიონი იდაყვებით დაეყრდნო ლითონის მასას და გუკს გაუღიმა
- აქ რას აკეთებ, პატარა საძაგელო.
- ვაპირებდი..
- აპირებდი ამდევნებოდი? ასეც ვიფიქრე. შეგიძლია შენს კომპანიონს მადლობა გადაუხადო და გადმოხვიდე - სიცილით მიუგო თეჰიონმა და კარი სწრაფად გააღო.
დაფეთებულმა გუკმა ლიზას საწყალი თვალებით შეხედა, თითქოს შველას ევედრებოდა ქალს. ლიზამ თავი გააქნია და ბიჭს გაუღიმა, აქედან მოშორდიო. გუკი აწრიალდა და მდუმარედ გადავიდა ავტომობილიდან. მაისურის ჯიბეებში ხელები ჩაასრიალა და თეჰიონს ამოუდგა გვერდით. გუკს გული გამალებით უცემდა და უყურებდა მიავალ ლიზას. როგორ უნდოდა მიწა გასკდომოდა და შიგნით ჩავარდნილიყო ოღონდ თეჰიონისთვის არ გაესწორებინა მზერა. მაგრამ უკვე გვიანი იყო
KAMU SEDANG MEMBACA
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fiksi Penggemarჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...