ჯიმინი დაიარებოდა გუკის ოთახში და ფრთხილად აკვირდებოდა, ბიჭის ნივთებს. მაგიდაზე მიმოფანტულ აბებს და იქვე მიგდებულ, ცარიელ ქილას. თაროზე შემოდებულ კამერას და გვერდით მიწყობილ, ფირთა უშველებელ რაოდენობას. სათითაოდ ყველა გადაატრიალა ხელებში და სიმწრისგან წამოსული ცრემლები, რომლებიც ახლა ინტერესს მოეცვათ, ლოყებს მოაშორა.
პარიზი
,,გამარჯობა, ჯეონ ჯონგუკ! ეს შენი სრული სახელია, იმისთვის თუ ისიც დაგავიწყდა. შენს თავს უცნაურობები ხდება, ხშირად გზას ვეღარ იკვლევ.. ორიოდ წუთის წინ გააანალიზე, რომ ამ დღეს დაიბადე. ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა ეს მომენტი ფირზე შემოგრჩენოდა, რადგან ცუდი წინათგრძნობა მაქვს გუკ (იცინის), მგონია დაგავიწყდება. ახლა პარიზში ხარ და დაუვიწყარ დროს ატარებ, შენი ცხოვრების მამაკაცთან ერთად. შენ ის ძლიერ გიყვარს, მთელს კაცობრიობას გირჩევნია.. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მან შენ შეგცვალა და იმ მე-სთან დაგაპირისპირა, რომელსაც ყოველთვის გაურბოდი. როგორც უკვე ავღნიშნე, დღეს შენი დაბადების დღეა, ასე რომ გილოცავ. თეჰიონი სიურპრიზს გიმზადებს.. ჩშშ! ვნახოთ რა იქნება''
(ვიდეოს დასასრული)
ჯიმინი ფირს გვერდით დებს და ახალს რთავს.
ბოლო დღე პარიზში
,,დღეს არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი გაიგე, როგორც ჩანს შენი შიშები გამართლდა. (ტირის) ამნეზია იდიოტო, ყველაფერი გავიწყდება,აიშ. მაგრამ ტირილის დრო არ გაქვს, ის უფრო კარგად უნდა გამოიყენო. აიძულე თავს, რომ იცინო. ხომ გესმის ჩემი?!''
KAMU SEDANG MEMBACA
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fiksi Penggemarჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...