7.

1.3K 175 15
                                    

- აჰჰ, დღეს ალბათ მოგვიწევს ერთად გავარღვიოთ კოლეჯის ბარიერი და სახლისაკენ მოვუსვათ - ანერვიულდა თეჰიონი და ფურცელი სწრაფად გადაშალა.

გუკს გაეღიმა, მიხვდა როგორ დაიბნა ისტორიკოსი და თვითონაც ჩახარა თავი

- მასწავლებლის კვალობაზე, არაგიშავთ - მიუგო და ისევ თეჰიონის ტუჩებს დაუწყო ყურება.

- ასე რატომ მიყურებ, ჯონგუკ?

- ასე როგორ? - გუკს თვალი არ მოუცილებია თეჰიონის ტუჩებისათვის.

- ასე, თითქოს სადაცაა სისულელეს ჩაიდენ - გაიღიმა, გუკს მაჯაში ხელი ჩაავლო და წამოდგა - წამოდი წავიდეთ, მინდა შენთან ერთად რაღაც განვიხილო, აქ კი ლაპარაკის საშუალება როგორც ხედავ არ გვაქვს.

ხმის ამოუღებლად დაემორჩილა თეჰიონს, კუთხეში მიგდებული ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ოთახის ბოლომდე, ხმისამოუღებლად გაჰყვა მას. შენობის გარეთ რომ გააღწიეს, თეჰიონმა სიჩუმე დაარღვია და მიუგო

- ახლა უკვე აღარ ვარ მასწავლებელი.

- შეიძლება რაღაც გკითხო?

- შეიძლება..

- ყოველ დილას, სად გადიხარ ასე ადრე? არ გკითხავდი ძალიან რომ არ მაინტერესებდეს. - ამოილაპარაკა და ხელები შარვლის ვიწრო ჯიბეებში ჩააცურა.

- უნდა მაპატიო, ამას ვერ გაგიმხელ - გაუღიმა და კვლავ გუკის ლოყაზე გამოკვეთილ შრამს მოავლო დაკვირვებით თვალი.

- ასე მგონია ბევრი საიდუმლო გაქვს, ცოტას მაშინებ კიდევაც.

თეჰიონი ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭთან ახლოს მიიწია და ხელი გუკის მკლავს შემოხვია.

- მგონი ჩვენი საერთო საიდუმლო უფრო გაშინებს, ვიდრე ჩემი ინტრიგები - ყურში ჩასჩურჩულა, თითქოს იქ მათ გარდა კიდევ იყო ვინმე.

გუკს გააკანკალა, თეჰიონის სითბომ მის ღაწვთან თავგზა აურია, სახე შეატრიალა და თავისი შუბლი, ბიჭის შუბლს მიადო.

Bastard / ნაძირალა Taekook; completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora