გუკს ამ სიტყვებზე თვალები ცრემლებით აევსო. საფრანგეთში სადაც ოცნებები ხდება. სიყვარულის ქვეყანა, ბედნიერების წამებით სავსე.
- თეჰიონ არც კი ვიცი რა გითხრა - აეტირა და შუბლით თეჰიონისას მიეყრდნო.
- პატარავ მეშინია. რომ დაგკარგო? - მის თვალებში ამოიკითხებოდა ემოციების ზღვა და ის უბრალოდ ლამაზი იყო. ლამაზი, როგორც ღმერთი.
- ჰეი ჰეი, ამას ნუ ამბობ გემუდარები. მე შენ არასდროს დამკარგავ და არც პირიქით. შენ ხომ დამპირდი არა? ხომ მითხარი არასდროს დაგტოვებო.. - ამ ერთი შეხედვით დამაჯერებელი ნათქვამის მიუხედავად, გუკსაც ეშინოდა მისი დაკარგვის. მან ხომ არ იცოდა, არაფერი. გრძნობები ერთმანეთში ერეოდა და მათგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც ამას დაისახავდა მიზნად, ისევ უკან აბრუნებდნენ თეჰიონის თვალები.
რამოდენიმე დღეში ყველაფერი მოითავეს. თეჰიონის გარდა აღარავის ახსოვდა საავადმყოფო და არც ის მზაკვრული დღე, გუკს რომ გაუსწორდნენ ნაბკჭვრები სასტიკად. გეგმები განახლრციელეს და ერთი კვირის თავზე, აეროპორტს მიადგნენ. თეჰიონი თამამად ეჭიდებოდა ჯონგუკის ხელს და გამალებით მიიწევდა ბრბოში. თვალებს აჟიტირებისგან აქეთ-იქით აცეცებდა წამდაუწუმ და გულმოდგინედ უსმენდა მიკროფონში გამავაკ ქალის ხმას, რომელიც მთელს აეროპორტს აზანზარებდა. სრულიად თეთრებში გამოწყობილიყო თეჰიონი და თავზეც თეთრი კეპი ჩამოეფხატებინა. ჯონგუკის ლამაზ სხეულს კი მუქი ფერის ტანსაცმელი ამშვენებდა. ხან ერთ კასას მივარდებოდნენ, ხან მეორეს. ადგილს ვერ პოულობდნენ სივრცეში და დაძრწოდნენ ყველა კუთხეში სადაც მიესვლებოდათ. საბოლოოდ მათი ჩასხდომაც გამოაცხადა მიკროფონის ქალმა და ამაყმა თეჰიონმა, თავაწევით გაუწოდა ორი ბილეთი, ლურჯ ფორმაში გამოწყობილ კოსტუმიან ბორტგამცილებელს, რომლისგანაც აშკარად შეიმჩნეოდა წყვილზე მიშტერებული მზერა და შემაძრწუნებელი ემოცია. წყვილი კი სულმოუთქმელად ისწრაფვოდა თავიანთი ადგილებისკენ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanficჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...