- ხომ იცი, რომ არ შემიძლია დალევა ჯიმინ? - დანანებით ჩაილაპარაკა გუკმა და გაიცინა.
- აჰჰ ჯანდაბა, სულ დამავიწყდა. ჩემთან ხომ არ წავსულიყავით? იცი დედაჩემს ძალიან გაუხარდებოდა თუ...
- დღეს აქ მინდა დავრჩე, თუ წინააღმდეგი არ იქნები - გააწყვეტინა გუკმა და გადაწეული ფარდიდან თეჰიონის სახლს იმედიანად გახედა - იცი რას გეტყვი? არაფერს მომივა თუ ერთ ჭიქა სოჯუს შენთან ერთად დავლელ, ჯანდაბას წამლები, დღეს ჩვენი დღეა ჯიმინ.
- არ ვიცი გუკ, არ ვარ დარწმუნებული... - თავს იქექავდა ჯიმინი და ეშმაკურად შეჰყურებდა გუკს.
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და დღის ბოლოს ორივე გონება დაკარგული მიესვენა ერთმანეთს. ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორი ღიღინებდა თანამედროვე კლასიკას ხმამაღლა, ეს კი სულაც არ აწუხებდათ ბიჭებს. ეძინათ მშვიდად, ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა მათ გამოფხიზლებას. დერეფნიდან ნათურის მკრთალი ციმციმი თუ მოჩანდა მხოლოდ. ჯიმინის ტელეფონი გამალებით ზუოდა. შუაღამისას გუკი თავის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა. ტელევიზორი გამორთო და დივანზე მწოლიარე ჯიმინს შეხედა ერთხანს, რომელის ალკოჰოლის საშინელი სუნით ყარდა. შემდეგ წამლების ასაღებად წავიდა და სწორედ მაშინ გაისმა კარზე კაკუნი. ზანტად მიუახლოვდა და გააღო.
- შენ ხარ თეჰიონ - მთვარის შუქი თვალებს სჭრიდა და გამალებით ისრესდა შუბლს.
- გუკ ცუდად გამოიყურები, თავს როგორ გრძნობ.. მოხდა რამე?
- აჰჰ, მე და ჯიმინმა ცოტა მოვსვით - საჩვენებელ და ბერა თითს შორის უჩვენებდა ბიჭს მომცრო ადგილს და თან სულელივით იცინოდა.
- გუუკ.. გუკ, შენ ხომ დღეს გამოგწერეს, რატომ დალიე - დანანებით ჩაილაპარაკა და სახლში შეაჭრა თეჰიონმა. ბიჭს წელზე ხელი მოხვია და შიგნით შეიყვანა.
- იცი თავი მტკივა, წამლები ჩემს ჩანთაშია შეგიძლია მომაწოდო?
YOU ARE READING
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...