მთელი ღამე ერთმანეთის გვერდით ეძინათ, თეჰიონი არ შორდებოდა ბიჭს. გუკს დალურჯებული, დასიებული ადგილები სახესა და მკერდზე, ძალიან სტკიოდა და წამდაუწუმ ამოიკვნესებდა. თეჰიონიც დარაჯობდა მას და ყოველ წუხილზე ყურში ეჩურჩულებოდა - მშვიდად პატარავ, მე შენთან ვარო. გუკიც წყნარდებოდა თეჰიონის ხმის გაგონებაზე და ისევ წამლების ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა.
ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოს კედლებს შესცქეროდა გუკი. ყოველ დღე აკითხავდა ჯიმინი იუნგისთან ერთად კოლეჯის შემდეგ. თეჰიონი კი მათ წასვლას ელოდებოდა, რადგან იუნგის არ დაენახა გუკთან შემავალი. მაინც არ ენდობოდა ბიჭს. გული უგრძნობდა, რომ თუ ახლა გრაამჟღავნებდა მასთან ყველაფერს იუნგი არ გაახარებდა და გუკს გაანადგურებდა. თანაც ყველაფრის მიუხედავად, თეჰიონს არ ეპიტნავებოდა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ვინმეს გაეგო თავისი და გუკის ურთიერთობის შესახებ. სწორედ ამიტომ ხდებოდა უბრალო მასწავლებელი როდესაც გუკთან ერთად გადააბიჯებდა ხოლმე კოლეჯის ბარიერს. ის ხომ მისთვის პირველი ბიჭია და თანაც საკუთარი სტუდენტი. ეს ამბავი რომ კოლეჯში გამჟღავნებულიყო, არც თეჰიონს წაუვიდოდა საქმე არხეინად და შესაძლოა იქიდანაც გამოებუნძულებინათ. აწუხებდა ის ფაქტი, რომ კვლავ აღელვებდა ბრბოს აზრი. მაგრამ ის ხომ ტიპიური თეჰიონია, რომელსაც სტერეოტიპები გამალებით ეხვეოდნენ თავს.
გუკს კი უნდოდა ყველასთვის ყველაფერი გაემხილა და თავაწეულს ევლო, თავისი ცხოვრების მამაკაცთან ერთად. წარმოიდგენდა, როგორ ჩუქნიდა კოცნას თეჰიონს კოლეჯის შესასვლელთან, ყველას თანდასწრებით და როგორ სიამოვნებდა ეს სიტუაცია. მაგრამ ვერ ბედავდა მისთვის ეთხოვა - მოდი ავდგეთ და ყველას გავაგებინოთ ჩვენზეო. ხედავდა ძილბურანიდან გამოსული, როგორ იპარებოდა თეჰიონი ყოველ დილას მისი პალატიდან და როგორ შეჰყურებდა საღამოობით კარს წამდაუწუმ, ვაითუ რომელიმე სტუდენტს ან სულაც მასწავლებელს შემოეღო და ამგვარად ხომ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. გრძნობდა უმცროსი თეჰიონის შიშს და სრულებითაც ესმოდა მისი. მართალია თავად უკვე აღარ აღელვებდა ადამიანების აზრი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ თეჰიონისთვის დრო უნდა მიეცა.
STAI LEGGENDO
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...