11.

1.2K 163 6
                                    

- ჯიმინ უნდა ვილაპარაკოთ - იუნგისთან ერთად მდგარ ბიჭს მიუახლოვდა გუკი და თავი სიმწრისგან ჩახარა.

- რა გინდა გუკი? - უხეშად უპასუხა ბიჭს.

- ცალკე..

- კარგი.. - უთხრა გუკს და იუნგის მიაჩერდა - პატარავ, კოლეჯის შემდეგ შევხვდებით ჩვენს ადგილას.

გუკმა ამ სიტყვებზე თავი სწრაფად ასწია მაღლა და დაბნეული, თან გაბრაზებული მიაჩერდა იუნგის. იუნგიც განრისხებული მისჩერებოდა გუკს.

- წამოდი - ეუხეშა ჯიმინი და გარეთ გავიდა.

ჩუმად მიყვებოდა გუკი ჯიმინს, ან როგორ უნდა გაბრაზებულიყო მასზე? თავად ხომ უკვე რახანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ყველაფერს უმალავდა.

- ჯიმინ, მაპატიე. მე არ ვიცი რა მემართება - შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაილაგა და ფეხსაცმელი მიწას გაუხახუნა.

- გუშინ ჯიამ დამირეკა, ტიროდა გუკ. ხვდები მაინც რას ჩადიხარ? რას გვიკეთებ ჩვენ, შენს ახლო ადამიანებს თუმცა არც კი ვიცი, განა ვართ ისევ იმდენად ახლო შენთვის როგორც ამას ჩვენ ვთვლით. ჩემით არ ინტერესდები.. იცი მაინც რამდენჯერ მინდოდა შენთვის ჩემს გრძნობებზე მომეყოლა? მაგრამ შენ მუდამ გამირბიხარ. ვის ან რას ემალები?

- ჯიმინ მე.. - ნერვიულად აიფარა სახეზე ხელი.

- ჰო გუკ, გისმენ გაიმართლე თავი. დიახ!! მე მიყვარს იუნგი და მასაც ვუყვარვარ მე. არ მადარდებს რამდენად გძულს ჩვენი ორიენტაცია. შენი ჰომოფობური ფიქრები შენთვის შეინახე და იუნგის ხელი არ დააკარო, თორემ ვფიცავ, დავივიწყებ რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.. იყავი - ჯიმინი ვერ იკავებდა ემოციებს.

- მე ვერ ვპოულობ სიტყვებს როგორ აგიხსნა ყველაფერი, სასოწარკვეთილი ვარ. დაბნეული, დაკარგული. არ მეგონა თუ ოდესმე ასე გამიჭირდებოდა შენთვის სიმართლის თქმა, უნდა გამიგო ჯიმინ. როგორმე დრო უნდა მომცე, გემუდარები.

Bastard / ნაძირალა Taekook; completedDonde viven las historias. Descúbrelo ahora