18.

1K 140 21
                                    

- შეიძლება შემოვიდე? - თეჰიონმა კარი შეაღო და ნაღვლიანად ჩაიჩურჩულა.

- თეჰიონ.. შენ მოხვედი! - გუკს თვალები გაუბრწყინდა ბიჭის დანახვაზე და სიხარულის ცრემლიც წამოუვიდა.

- მე დაგტოვებთ.. - ჯიმინმა გუკს ხელი გაუშვა, გაიღიმა და თეჰიონს ადგილი დაუთმო.

- გმადლობ - თეჰიონმაც გაუღიმა ბიჭს.

გუკის სახეს უყურებდა და გულში სათითაოდ, ისარივით ერჭობოდა ყოველი მისთვის მოქნეული მუშტი. წამდაუწუმ ჩახრიდა თავს, ვერ უძლებდა ასეთი განადგურებული ბიჭის დანახვას და ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები, ერთი შეხედვით ძლიერ ახალგაზრდას.

- მაპატიე პატარავ, შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი - გულამომჯდარი მისჩერებოდა და ნაზად უსვამდა საჩვენებელი თითის ბალიშს, გუკის ნატკენ სახეს.

-  ნუტირი თეჰიონ. მიხარია რომ იქ არ იყავი, თავს საშინლად ვიგრძნობდი ასეთ მდგომარეობაში რომ გენახე, მე ხომ ყველაზე დიდი სისუსტე გამოვიჩინე და შენ იცი, რომ ასეთი არ ვარ - ბიჭი სიტყვებს მძლივს აბამდა თავს.

- ვერ ვარწმუნებდი თავს, რომ მოვსულიყავი. მთელი დღის მანძილზე ვერ ვბედავდი სახლიდან გამოსვლას. გული მტკიოდა გუკ, ახლაც ძლიერ ტკივა. შენი ტანჯვა მკლავს პატარავ - შუბლი ბიჭის მუხლებზე დაესვენებინა და ხმამაღლა მოსთქვამდა.

- ჰეი ჰეი, მე არ ვიტანჯები. შენ ხომ ჩემთან ხარ, არა? შენ ხომ გიყვარვარ! ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს დედამიწაზე თეჰიონ, შენ რომ მყავხარ. იცი ამ ყველაფერმა გონს მომიყვანა. თეჰიონ იუნგისაც კი ვთხოვე პატიება, მანაც მაპატია. ხომ ხედავ, ზოგი ჭირი მარგებელია - ძლივს თუ გაირჩეოდა გუკის სახეზე ღიმილი და სევდა ერთმანეთისგან.

- დავინახე იუნგი რომ გამოვიდა პალატიდან, გამიკვირდა აქ რას აკეთებდა. ტელეფონზე საუბრობდა და რომ არ დავენახე მისი ხედვის არეალს ცოტახნით მოვშორდი. მანაც შემაფერხა..

Bastard / ნაძირალა Taekook; completedWhere stories live. Discover now