ის იყო თეჰიონმა და გუკმა ერთმანეთს შეხედეს და სახლისკენ გაიქცნენ, რომ ჯიამ თვითონ გააღო კარი და გუკის დანახვაზე, გულ აჩქარებულმა მიირბინა მასთან
- მიშველე გუკ, მიშველე - ბიჭს მივარდა და ზურგსუკან ამოეფარა. ტანსაცმელი მთლიანად შემოხეოდა და აქა-იქ ძლიერი დარტყმის კვალიც ემჩნეოდა. სახე და მაჯები ჩალურჯებოდა. ჯიას უკან გაავებული ჯონგინიც მოჰყვა. გუკმა თავი ვეღარ შეიკავა, კაცს მივარდა და მუშტები დაუშინა. სახე მთლიანად ალმურში გაჰხვეოდა ბიჭს, გამალებით ახრჩობდა მამამისს. შეჩერებას არც აპირებდა, სანამ თეჰიონი არ ჩაერია და გუკს სხეულზე არ ჩაებღაუჭა
- ჰეი, ჰეი პატარავ.. მშვიდად. მე შენთან ვარ.. გუკ, შენთან ვარ - ტუჩები გუკის ყურთან მოეთავსებინა და უჩურჩულებდა სიტყვებს, რომლებმაც საბოლოოდ იმოქმედეს. გუკმა შფოთვა შეწყვიტა. ძირს გართხმულ ჯონგინს რომელსაც სახიდან სისხლი გასდიოდა კიდევ ერთხელ მოუქნია ფეხი და აკანკალებულ ჯიას მიაჩერდა
- შენი ბრალია ყველაფერი! შენ რომ წუხელ ეს ნაბიჭვარი სახლში არ შემოგეშვა.. ჯია, შენ რომ არ მიგეცა მისთვის უფლება ჩვენთვის მთელი ცხოვრება დაენგრია, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. შენი ბრალია ჯია, შენი ბრალია - ღრიალებდა გუკი და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა დანაღვლიანებული თვალებიდან. თეჰიონიც ეპოტინებოდა სხეულზე და გულმოდგინედ ცდილობდა დაემშვიდებინა ბიჭი.
ჯია ხმას არ იღებდა. დამნაშავედ აცეცებდა თვალებს და გაბრუებულს, ჯერ კიდევ ელანდებოდა ჯონგინი, შარვლის სალტიდან გამომძვრალი ქამრით მომდევარი.
- გუკ საწყალო ბავშვო, ამ არამზადას რაიმე მოუხერხე, უნდა დავისვენო - თქვა და ნელი ბაბიჯით, ისე თითქოს სრულიად არაფერი მომხდარიყო ორიოდ წამის წინ, დერეფანში შევიდა და მშვიდად მოიხურა სახლის კარი.
* * *
მეორე დღეს კოლეჯში არ წყდებოდა აყალმაყალი, გუკის ამბავზე ყველა ლაპარაკობდა როდესაც ბიჭმა ბრბოში შეაბიჯა. ყოველი მხრიდან ესმოდა გადაძახილები
YOU ARE READING
Bastard / ნაძირალა Taekook; completed
Fanfictionჯეონ ჯონგუკი კოლეჯში ყველაზე პოპულარული სტუდენტია, საინტერესო წარსულით და თავქარიანი ქცევებით. იგი ცდილობს ყველა დაამციროს და თავისი პრივილეგიებით ისარგებლოს. ამასობაში გამოჩნდება ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც გუკის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...