--1--

7.9K 395 35
                                    

- დღეისათვის ლექციები დასრულებულია - ლექტორმა პროექტორი გამორთო და თვალების სრესვით ფურცლების აკრეფა დაიწყო - თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ.

აუდიტორია როგორც ყოველთვის ხმაურითა და უაზრო საუბრებით აივსო. ეკონომიკის ფაკულტეტის პირველკურსელები იმ ჩახუთული შენობიდან აპირებდნენ გასვლას, სადაც თითქმის ნახევარი დღე იმყოფებოდნენ. მათ ემილიც შეუერთდა, რომელიც ამ აურზაურს ყურს ჩუმად უგდებდა. გოგონას არ უნდოდა აქვე, ამ აუდიტორიაში ჩასძინებოდა, ამიტომ ნაბიჯებს უმატა და როგორც იქნა აუდიტორიის კარებს მიღმა აღმოჩნდა. კორიდორში, პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბისაკენ მიმავალი, ყურადღებას არავის და არაფერს აქცევდა, სწორედ ამიტომაც ვერ შენიშნა, რომ მისმა საუკეთესო დაქალმა იუნამ უკვე მე-3 ჯერ დაიყვირა გოგონას სახელი, რომელიც სტუდენტებს შორის გზის გაკვლევასა და გოგონამდე მიღწევას ლამობდა.

- ემილი! სპეციალურად მაიგნორირებ?ჰეი! - იუნამ საბოლოოდ გოგონამდე მიღწევა შესძლო, თუმცა უშედეგოდ, ემილი ისე ღრუბლებში ფრენას განაგრძობდა და ეს იქამდე გაგრძელდა სანამ, დაქალი მხარზე არ შეეხო.

- ა, იუნა , გამარჯობა. ბოდიში, ცოტათი ჩავფიქრდი. იცი,  მსოფლიო ეკონიმიკის ლექციების შემდეგ უფრო და უფრო.....- ემილი შეჩერდა, თითქოსდა შესაფერის გაგრძელებას მონდომებით არჩევდა.

- დაბნეული ხდები - უღიმღამოდ შეუსწორა იუნამ, რაზეც ემილიმ მხოლოდ უჩუმრად თავი დაუკრა. მალევე კორიდორში მოსიარულეების ყურადღება ვიღაცის ყვირილმა მიიქცია. გოგონებმა სვლას უმატეს და მალევე სტუდენტების ჯგუფი დაინახეს, რომლებიც ვიღაცეების გარშემო წრიულად მოწყობილიყვნენ. ჯგუფის გარღვევის შემდეგ, გოგონებს საერთოდაც არ გაჰკვირვებიათ, რომ ყურადღების ცენტრში სწორედ უნივერსიტეტის ე.წ მეფეები, ყველასათვის ცნობილი 7 ბიჭი აღმოჩნდა, რომლებზეც ყველა გიჟდებოდა. ,,მეფეების'' წინ კი ნატალია და მისი სამი დაქალი - კეილი, ჯენი და სარა იდგნენ.

ნატალია მოგეხსენებათ მდიდარი მშობლების შვილია, რომლებიც ერთ-ერთ ცნობილ კომპანიას ფლობენ, რომლის კომპანიონების შვილები კი სწორედ კეილი, ჯენი და სარა არიან. ეს ოთხნი უნივერსიტეტის ყველაზე პოპურალურ გოგონებად ითვლებიან, რადგან არიან მდიდრები, ლამაზები და..... მოკლედ მეტი არც არაფერი. მათ პატარა ტვინები აქვთ, თუმცა ეს კიდევ სადავოა აქვთ თუ არა საერთოდ. რატომ? იმიტომ რომ, მათ უმაქნისი ტვინის განძრევა არც სჭირდებათ, რადგან სწავლის გასაგრძელებლად მათი მდიდარი მამიკოები უბრალოდ ფულს გადაუხდიან, ეს კი დამეთანხმებით რომ სირთულეს არც წარმოადგენს. მათ სხვებისგან გარეგნობითაც გამოარჩევდით - ღია(ნათელი) მაკიაჟი, ქერად შეღებილი თმა(ოთხივეს), მოკლე კაბები, რომლებიც საჯდომს ძლივს უფარავდათ და რა თქმა უნდა, საშინლად ღრმა დეკოლტეები. 

ბიჭები განზე იდგნენ , ხოლო მათ წინ კიმ თეჰიონი იდგა - სიმპათიური, ლამაზი, შავთმიანი, თეთრი მაისურითა და მოტმასნული შავი ჯინსებით. დიახ, სწორად გამოიცანით, უამრავი გოგონას გულთამპყრობელი.

- ...და კიდევ, აღარ მომიახლოვდე შე ნაბიჭვარო! ნაგავო! მექალთანევ! - ბოლო ხმაზე კიკინებდა ნატალია, რაც მთელ პირველ სართულს ესმოდა, თან თეჰიონის მკერდზე მუშტების რტყმას არ წყვეტდა. ბიჭი ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა, ჩვენი ,,ბარბისგან'' განსხვავებით, რომელიც სიბრაზისგან პომიდორს დამსაგვსებოდა.

- მაინტერესებს რა გაყვირებს, ჰა? რაო, რაც გინდოდა ის ვერ მიიღე და ამის გამო ბრაზობ?! ვერ ჩამიწექი ხო ლოგინში? ათასჯერ გითხარი და ამჯერად ბოლოჯერ გაგიმეორებ, მე შენნაირები საერთოდ არ მიზიდავენ და სიმართლე რომ გითხრა მათკენ არც ვიხედები. ამიტომ, პატარავ ახლა დამშვიდდი და შენს გზას გაუყევი რა, უკვე ყურები მატკინე. - ბიჭი მშვიდად საუბრობდა და თან ამავდროულად გოგონას თვალს არ აშორებდა. ნატალია კი ბიჭის სიტყვებზე უფრო და უფრო წითლდებოდა.

- მოკეტე, შე კრეტინო! - გოგონა ეფექტურად შეტრიალდა და ქუსლების კაკუნითა და თმის სწორებ-სწორებით ამაყად გაუდგა გზას. კორიდორს სტუდენტების რაოდენობა ემატებოდა - ყველა მხოლოდ ცოტახნისწინანდელ მომხდარ კონფლიქტზე ჭორაობდა. ბიჭების შვიდეული მომხდარის შემდეგ მალევე გაუჩინარდა. ემილიც და იუნაც ღრმად ამოხვნეშისა და თავის გაქნევის შემდეგ, სახლის გზას გაუყვნენ...

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now