--24--

2.3K 210 35
                                    

ემილის დილა მზის სხივებით შეხვდა,რომელიც ფარდებ ჩამოფარებულ ფანჯრიდან პატარაზე იჭყიტებოდა.აი ზუსტად ეს სხივები მიანიშნებდა რომ უკვე დრო იყო გაეღვიძათ.

მთელ კამპანიას ზუსტად ისე ეძინა როგორც წინად : ფსკერზე ჯონგუკი იწვა,მის მუცელზე ჯიმინს მოეკალათებინა, ფეხებზე კი ჰოსოკს,რომელსაც მინჰო ყავდა მიხუტებული, ჯიმინის გვერდით ემილი იწვა,რომლის მუცელზეც კი თეჰიონს მშვიდად ეძინა, და თეჰიონის მუცელზე კი იუნგი იწვა,რომელსაც იუნა მიეხუტებინა. ემილიმ თვალები გაახილა,იქაურობა შეათვალიერა და მისდა უნებურად გაეღიმა.გუშინ,იმის შემდეგ რაც თეჰიონმა მას აკოცა,მეტი საინტერესო არაფერი არ მომხდარა.მეგობრებმა <<მეფეს სურს>> კიდევ ცოტახანს ითამაშეს, საბოლოო ჯამში კი იატაკზე განაწილებულებმა მალევე დაიძინეს.

ემილიმ გადადო თეჰიონის თავი,რომელიც იმ წამსვე დაიჭყანა,როდესაც იატაკს თავი დაარტყა.ემილიმ ჩუმად გაიცინა,თან უყურებდა ბიჭის ფართო და შავ წარბებს, რომელიც შეიჭმუხნა და თვალებს,რომლებიც ნელ-ნელა გაიღო.და აი, წაბლისფერთმიანს ერთი წყვილი მძინარე და უკმაყოფილო შავი თვალები უყურებს.ემილიმ გადაწყვიტა რაც შეიძლება მალე ამდგარიყო,მაგრამ თეჰიონმა ის შეაჩერა.ბიჭმა გოგონას ხელი მაჯაში ჩასჭიდა და საბრალო ემილი თავისკენ მისწია.ემილიმ მოულოდნელობისგან თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ მძინარე ჯიმინს დაეცა.ქერამ,რომელმაც ტკივილისგან წამოიყვირა, მუხლები მოკეცა,კმაყოფილმა თეჰიონმა კი უცებ თვალები დახუჭა, თითქოსდა ძინავდა.

- ემილი, რას აკეთებ? - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ჯიმინმა, თანაც იმ წამსვე დაიჭყანა,როდესაც მზის სხივებმა მიანათა,როგორც ემილის, რომლის გამოც გაეღვიძა.

- მაპატიე,ჩიმ. უბრალოდ ზოგიერთებმა არ იციან რას აკეთებენ. - ემილიმ თეჰიონს გახედა და გაეღიმა, როდესაც შეამჩნია,რომ გოგონას ამ სიტყვებზე ბიჭს ტუჩი ჩაეტეხა.შავთმიანმა თავი შეიკავა და ვითომ ძილი განაგრძო.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now