--3--

3.8K 331 29
                                    

ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან უცნობმა ემილის თმებზე უხეშად მოქაჩა, და თან ისე სწრაფად, რომ გოგონა კინაღამ წაიქცა.

- ეი, კრეტინო! შენ ავადმყოფი ხარ თუ რა ხარ? - ემილიმ ხელები თმებზე წაივლო და ბიჭისგან თავის გათავისუფლებას შეეცადა. უცნობმა ხელი უშვა, მაგრამ იმწამსვე საჯდომზე წაარტყა... ემილი ამ შეურაცხყოფაზე ძალიან გაბრაზდა და ბიჭისთვის სილის გაწვნა სურდა, თუმცა ამის გაკეთება დაასწრეს. დიდი და ძლიერი ხელი, რომელიც მუჭად შეკრულიყო იმ სულელი ბიჭის სახეს მიესალმა. გოგონებმა მათ გადამრჩენელს შიშით ახედეს. თეჰიონმა უემოციო სახით ბიჭს ისე ძლიერად დაარტყა, რომ მოაჯირზე მიახეთქა. იუნგი იუნას ადგომაში დაეხმარა, ჯიმინმა კი ემილის ხელი ჩაჰკიდა და მოშორებით გაიყვანა.

-  ემილი კარგად ხარ? - ჯიმინმა გოგონას თვალი ანერვიულებულად შეავლო. ემილიმ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ბიჭს მადლიერი თვალებით შეხედა. მათკენ უკვე თეჰიონი მოემართებოდა, რომლის ზურგს უკანაც დაზარარებულს წამოდგომაში ეხმარებოდნენ.

- გოგონებო, კარგად ხართ? ემილი, იუნა, მასთან რა გინდოდათ, რატომ დაელაპარაკეთ? - თეჰიონიც გოგონების თანაკურსელი იყო და შესაბამისად ერთმანეთს იცნობდნენ. თეჰიონი თავისი ყავისფერი თვალებით ხან ერთს და ხან მეორეს უყურებდა და ორივესგან პასუხს ითხოვდა.

- შენ რა დაგვცინი? შენი აზრით ჩვენ ნატალიას ვგავართ? - ემილიმ ამ უაზრო შეკითხვაზე თავი ვერ შეიკავა. ნუთუ ისინი მართლა ასეთებს გვანან? ნუთუ თეჰიონს ასეთები ჰგონია?

- ძალიან დიდი მადლობა, - არცთუ ისე ხმამაღლა თქვა იუნამ, რომელიც იუნგის გვერდით პომიდორივით წითელი იდგა. - არ გვეგონა და არც ველოდით, რომ დასახმარებლად მოხვიდოდით. - იუნამ ემილის ბეჭი გაჰკრა და მიანიშნა, რომ თავი ხელში აეყვანა.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now