--18--

2.7K 235 25
                                    

ვაუ მეგობრებო, აი მოკლედ არ ვიცი მადლობა,როგორ გადაგიხადოთ!!! არ მჯერა,რომ უკვე 2000 ნახვა აქვს ჩემს ფიკს.მადლობა დიდი!მიყვარხართ ძალიან და კიდევ ბევრი მეკითხებოდა, რამდენ თავიანი იქნება ეს ფიკიო და გეტყვით,რომ 25-ზე მეტი იქნება ანუ სადღაც 30-მდე მეტი ნაღდად არა...კარგი თავს აღარ მოგაწყენთ და დავიყოთ!!!

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ემილიმ დილით გაიღვიძა.წამოჯდა და გაზმორება დაიწყო. ფანჯრებთან შემოდგომის მზე ანათებდა, ოქტომბის შუა რიცხვები იყო. თბილოდა, მაგრამ თხელ მაისურში მაინც ვერ გაივლიდი.როდესაც ლოგინი გაასწორა,ემილი აუჩქარებლად შევიდა სააბაზანოში.ყველა დილის პროცედურა მორჩა თუ არა, ემილი,სამზარეულოში, მაგიდასთნ მოკალათდა.

- დილა მშვიდობისა. - წამოიძახა ნახევრად მძინარე იუნამ. - დღეს იუნგი მოგვაკითხავს.

- დილა მშვიდობის.რას გულისხმობ?შენ - კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? - შერცხვა ემილის.ემილი თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან იცოდა,რომ  იუნგი სწორედ იუნას გულისთვის მოვიდოდა და მათ უნივერსიტეტამდე მიიყვანდა.

- ემილი, არ დაიწყო, კარგი?მან გუშინ მომწერა,რომ ჩვენ უპრებლემოთ მიგვიყვანს, ამიტომ ნუ წუწუნებ და ჭამე, თორემ ის ოც წუთში იქნება აქ. - ცოტა ხმა აუწია იუნამ, რომელიც ემილის უყურებდა.

მომზადება მალევე დაიწყეს, ემილიმ მისი საყვარელი შავი მაისური გადაიცვა.როდესაც გოგონები გარეთ გავიდნენ, იმ წამსვე საშინელი სიცივე იგძვრნეს, რომელიც ძვლებამდეც ჩაწვდათ.გოგონებმა სვლა დაიწყეს, და როგორც ყოველთვის ემილიმ მისი პრივიჩკა არ დაივიწყა,სახელოები ბოლომდე ჩამოწია და თითებით დაიჭირა.ეს რა,დაცვის შეგრძნებას აჩენდა?თვითონ ემილიმაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ყოველთვის ასე აკეთებდა.გვერდიდან კი ეს ძალიან საყვარლად ჩანდა.

გოგონების წინ შუგას მანქანა გაჩრდა.იუნა, ბუნებრივია წინა სიდენიაზე დაჯდა. იმ წამსვე გახდა ნათელი, რამდენად უნდოდათ იუნას და იუნგის ეს ურთიერთობა : იუნამ მანქანაში ჩაჯდომის თანავე იუნგის თბილად გაუღიმა, რაზეც იუნგისგან იგივე მიიღო, იუნგიმ იუნას ხელზე მოეფერა, და იმ წამსვე რულს ხელი მოჰკიდა.გოგონამ იმ წამსვე გაიღიმა, და აწითლებულმა ფანჯრისკენ გაიხედა. ემილი თავისთვის ჩუმად იცინოდა, რომელიც ვერავინ ვერ შეამჩნია.მეგობრები უნივერსიტეტამდე მივიდნენ, ისე რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now