--25--

2.3K 191 21
                                    

- არ მომწონს ეს ბიჭი. - პრეტენზიით დაიწყო თეჰიონმა. - <<ახლა დაიწყებს წუწუნს.ეჭვიანობს თუ რა არის?>> - გაიფიქრა ემილიმ,მაგრამ გაჩუმდა.ოღონდ ცოტახნით.

- ისე,საერთოდ შენთვის არ მიკითხავს. მე მასთან უწინ  ვმეგობრობდი, და დარწმუნებული ვარ,რომ ის - კარგია.შენ უბრალოდ მას არ იცნობ. - უპასუხა ემილიმ.

- ვიცნობ, დამინახავს რამოდენიმეჯერ. - ჩაფიქრიანებულად თქვა თეჰიონმა.

- და სად,თუ შეიძლება გკითხავ? - იმ წამსვე დაინტერესდა ემილი.

- არ შეიძლება.კარგი,მორჩა მივდივართ.აი,მანდ იუნგის საყვარელი ჩიფსებია.რაღაცით მაინც ხომ უნდა ვასიამოვნოთ,ინციდენტის შემდეგ. - სხვა რამეზე გადაიტანა საუბრის თემა თეჰიონმა, და იმ წამსვე ჩიფსების განყოფილებისკენ წავიდა.ემილიმ აღნიშნა,რომ ბიჭმა მას ცივად უპასუხა და კიდევ საუბრის თემა შეცვალა.უცნაურია.

როდესაც იყიდეს რაც ჭირდებოდათ,ემილიმ და თეჰიონმა, საჭმლით და გაზიანი სასმელებით დატვირთული პაკეტები გაინაწილეს, და მინჰოს სახლისკენ სწრაფად გაეშურენ,რადგან მათ თავზე უეცრად შავი ღრუბლები გამოჩნდა,როგორც ჩანს წვიმას აპირებს.

როდესაც სახლში დაბრუნდნენ,მეგობრებს საჭმელები ჩამოურიგეს და ფილმს ჩაუჯდნენ.კიდევ ერთი დღე მეგობრებმა ასე გაატარეს,თამაშ-თამაშში და ფილმის ყურებაში.მომდევნო დღეს კი ყველა თავ-თავის სახლში გადანაწილდა.

***

არდადეგებმა შეუმჩნევლად გაირბინა,და აი,ემილი და იუნა,ავტობუსის გაჩერებაზე დგანან.უფრო აცივდა - მოახლოვდა ოქტომბრის ბოლო, და უნივერსიტეტამდე ფეხით მისვლა არცთუ ისე კარგი იდეაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თხელი ჯინსი და ჯემპრი გაცვია.

უნივერსიტეტამდე როდესაც მივიდნენ, გოგონები ჩვეულებისამებრ შენობაში შევიდნენ, გზაში კი ჯიმინს და იუნგის ხელი დაუქნიეს. როდესაც უკვე აუდიტორიის კარებამდე მივიდნენ, მათთან ჰოსოკი და გუკი მივიდნენ.

სანაძლეო | K.THWhere stories live. Discover now